გიორგი ვაშაძე - თვალების დათხრა არის არაადამიანური მოპყრობის მუხლი, ამ მუხლს კონვენცია იცავს, რაზეც ამნისტიის კანონი ვერ გავრცელდება, რაც კარგად იციან იურისტებმა, მაგრამ ყველა იქიდან აბამს ყურს, როგორც უნდა

21 Apr 2021 23:32

ჯერ ვნახოთ კანონპროექტი და შემდეგ გავაკეთოდ დასკვნები - ყველაზე მეტად იმ ადამინების მიკვირს, რომლებიც შეთანხმების შინაარს ეთანხმებოდნენ, ხელმოწერაზე მოგვიწოდებდნენ და ახლა ამბობენ, რომ თურმე რამე უნდა შევცვალოთ, - ამის შესახებ „სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „რეზიუმე“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.


როგორც ვაშაძე აღნიშნავს, „თვალების დათხრა არის არაადამიანური მოპყრობის მუხლი, ამ მუხლს იცავს კონვენცია და ამაზე ამნისტიის კანონი ვერ გავრცელდება“.


ვაშაძის თქმით, ეს ყვალაფერი კარგად იციან იურისტებმა, მაგრამ „ყველა იქედან აბამს ყურს როგორც თვითონ უნდათ“.


„პირველი - ძალიან ვწუხვარ, რომ ძალიან ბევრმა ე.წ. იურისტმა დაიწყო მანიპულაცია ამ შეთანხმების შინაარსით, როცა გუშინ ჩემს გამოსვლაში ძალიან კონკრეტულად ვთქვი და ახლაც ვამბობ, ივანიშვილზე, გახარიაზე, თალაკვაძეზე თუ სხვაზე, რა მნიშვნელობა აქვს , გადაწყვეტილების მიმღებზე ეს ამნისტია არ ვცრელდება და ვერ გავრცელდება. იმიტომ, რომ სამომავლო დანაშაულზე ვერ გავრცელდება ეს აქტი, რომელზეც ჩვენ შევთანმხდით.


მეორე- თვალების დათხრასთან დაკავშირებით იყო საკითხი. პირდაპირ სრული პასუხიმგებლობით ვამბობ, თვალების დათხრა ეს არის არაადამიანური მოპყრობის მუხლი, ამ მუხლს იცავს კონვენცია და ამაზე ამნისტიის კანონი ვერ გავრცელდება. ეს კარგად იციან იურისტემა, მაგრამ ყველა იქედან აბამს ყურს, როგორც თვითონ უნდათ და ყველას ვთხოვ კარგად წაიკითხონ ეს ყველაფერი.


მესამე - სანამ ვინმე დასკვნებს გააკეთებს, ჯერ ვნახოთ ეს კანონპროექტი და შემდეგ გავაკეთოდ ეს დასკვნები, მაგრამ ყველაზე მეტად იმ ადამინების მიკვირს, ვინც შეთანხმების შინაარს ეთანხმებოდნენ და ხელმოწერაზე მოგვიწოდებდნენ და ახლა ამბობენ, რომ თურმე რამე უნდა შევცვალოთ ამ შეთანმხებაში. მათ შორის ვსაუბრობ ახალგაზრდა იურისტა ასოციაციაზე. როგორც ჩანს მის ხელმძვანელს ცოტა გამოცდილება აკლია, როგორ უნდა მართოს საკუთარი ორგანიზაცია, იმიტომ , რომ ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონეა ეს ორგანიზაცია. ერთ დღეს, რომ ერთს ამბობ და მეორე დღეს - მეორეს, ელემენტალურად ნდობის ფაქტორის დარტყმაა თვითონ ორგნიზააციისთვის“ , - განაცხადა ვაშაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი