პასკა არაჟნით - „გემრიელიას“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეცეპტი

22 Apr 2021 00:03

ინგრედიენტები

  • რძე - 500 მლ
  • შაქარი - 500 გ
  • არაჟანი - 2 სკ
  • კვერცხი - 8 ც
  • კარაქი - 500 გ
  • მარილი - 1 ჩკ
  • ქიშმიში და ცუკატები - 300 გ
  • ფქვილი - 1.5-2 კგ
  • მშრალი საფუარი - 3 სკ
  • ჯავზი - 1 სკ (დაფქული)
  • ილი - 1 სკ (დაფქული)
  • ჯანჯაფილი - 1/4 ჩკ (დაფქული)
  • მიხაკ-დარიჩინი - 0.5 ჩკ
  • ზეთი - 0.5 ჭიქა

მომზადების წესები: 

მოვამზადოთ ცომის ხაში: ცოტა ფქვილში ავურიოთ საფუარი, დავასხათ თბილი რძე, რომელშიც წინასწარ გავხსენით 2 ს.კ. შაქარი და ცოტ-ცოტა ფქვილის დამატებით მოვამზადოთ არაჟნის სისქის მასა, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და დავდგათ ასაფუებლად. 


კარაქი, მარილი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, არაჟანი და სანელებლები. 


როცა ცომის ხაში (ე.წ. „ოპარა“) აფუვდება, შევურიოთ გათქვეფილი მასა და დავამატოთ ფქვილი. უნდა მივიღოთ ნაზი და ამასთან შეკრული ცომი. 


ცომი დავდოთ თბილ ადგილას, რომ აფუვდეს. აფუებული ცომი ჩავზილოთ ზეთიანი ხელებით და კვლავ დავდგათ ასაფუებლად.
მეორედ რომ აფუვდება, ცომს დავუმატოთ ქიშმიში და ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმებში 2/3 სიმაღლეზე. დავდგათ თბილ ადგილას. როდესაც ცომი ფორმებში აფუვდება, გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე. 


იმისათვის, რომ ცომში ქიშმიში და მშრალი ხილი კარგად განაწილდეს, წინასწარ გავრეცხოთ, გავაშროთ და შევურიოთ ცოტა ფქვილი.


გემრიელია




კომენტარები:

ფართი შოპი