„ოპოზიციის უპრინციპო ნაწილის გადაწყვეტილება ,,ენმ”-ს დისკრედიტაციას ემსახურებოდა“ – თაკო ჩარკვიანი

22 Apr 2021 10:35

„დიახ, კვლავ ვადასტურებ, რომ რიგი პოლიტიკოსების მიერ ცნობილ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა არის საკუთარი ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევა , რამაც დიდი და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საპარლამენტო ბოიკოტის იდეას. (რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით) დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა ამ ჩვენი ” კოსტრუქციული” პოლიტიკოსების მიერ განხორციელდა ხელისუფლებასთან შეთანხმებით ერთადერთი მიზნით, რომ მომხდარიყო ყველაზე მძლავრი ოპოზიციური გაერთიანების- ” ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაცია-მარგინალიზაცია. გამომდინარე აქედან, კვლავ ვადასტურებ, რომ აბსოლუტურად დროული და პოლიტიკურად ადეკვატური გახლდათ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საპასუხო, მყისიერი რეაგირება, გამჭრიახი და დროული სვლა- მოწოდება საკუთარი პარტიის მისამართით, რა თქმა უნდა მის მიერვე განცხადებაში მოყვანილი პირობების გათვალისწინების შემთხვევაში.
ზოგადად ეს არასახარბიელო ვითარება , დაბეჯითებით ვაცხადებ , გამოწვეულ იქნა ოპოზიციის უპრინციპო ნაწილის, რბილად რომ ვთქვათ, კონფორმისტული მოქმედებებით… ჩემი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია!“ – წერს ჩარკვიანი საკუთარ Facebook გვერდზე.


ახალი თაობა




კომენტარები:

ფართი შოპი