თბილისის მერია ავტობუსებში მგზავრებს დაითვლის - მთვლელებზე 3,3 მლნ ლარი დაიხარჯება

22 Apr 2021 12:23

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ ავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების (მთვლელი მოწყობილობის) შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 16 მაისს დაიწყება და 21 მაისს დასრულდება.


სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 1 000 მთვლელს იყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 300 000 ლარი იქნება. შესაბამისად, გამოდის, რომ საშუალოდ, ერთი მოწყობილობის ღირებულება 3 300 ლარია.


ტენდერის პირობების მიხედვით, მგზავრთა დათვლის სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური სენსორით, რომელიც დამონტაჟდება ავტობუსებში და თითოეულ გაჩერებაზე მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომის აღრიცხვას უზრუნველყოფს.


გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას მოწყობილობები 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, უნდა მიაწოდოს.


ipn.ge




კომენტარები:

ფართი შოპი