46 წლის პენელოპე კრუსმა ფანები აღაფრთოვანა - ახალი იმიჯი და ვარცხნილობა, რომელიც ზაფხულში მოდად დამკვიდრდება (ფოტოები)

22 Apr 2021 13:58

ეს­პა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბის, პედ­რო ალ­მო­დო­ვა­რის ფა­ვო­რი­ტის და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის საყ­ვა­რე­ლი ვარ­სკვლა­ვის, პე­ნე­ლო­პე კრუ­სის ფო­ტო­ე­ბი, InStyle-ის ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მის, 2021 წლის მა­ი­სის გა­რე­კან­ზე ვი­ხი­ლეთ.

პე­ნე­ლო­პე გა­მო­ცე­მის მთა­ვა­რი სტუ­მა­რია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ი­სის ნო­მე­რი არის სა­ი­უ­ბი­ლეო, მე-200 inStyle-ის ის­ტო­რი­ა­ში და სწო­რედ ამი­ტომ, გა­და­წყვი­ტეს, რომ გა­რე­კან­ზე მეგა ვარ­სკვლა­ვის ფოტო და­ე­ბეჭ­დათ.

მსა­ხი­ო­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე შეც­ვლი­ლი იმი­ჯით წარ­სდგა. ამ­ჯე­რად მან მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბა­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი.

-0:01

გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მოჰ­ყვა 46 წლის პე­ნე­ლო­პეს შთამ­ბეჭ­დავ ვი­ზუ­ალს და ახალ­გაზ­რდულ იერს.

გარ­და ამი­სა, პე­ნე­ლო­პე ძი­რი­თა­დად გრძელ თმას­თა­ნაა ასო­ცი­რე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან, უმე­ტე­სად სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე სწო­რედ გრძე­ლი თმით ჩნდე­ბა, ამ­ჯე­რად კი ე.წ. კარე აქვს.

რო­გორც მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბი წე­რენ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, პე­ნე­ლო­პეს გავ­ლე­ნით, ეს ვარ­ცხნი­ლო­ბა ზა­ფხუ­ლის მთა­ვარ ტრენ­დად დამ­კვიდ­რდე­ბა.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი