თბილისში მეფუტკრეობის მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნება

22 Apr 2021 14:20

დღეს საქართველოში ჩეხეთის საელჩოს, თბილისის მერიისა და პროფკავშირულ ასოციაცია „აგორას“ თანამშრომლობით, თბილისში მეფუტკრეობის მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნება.


გახსნის ცერემონიის ფარგლებში, მხარეები ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDa), თბილისის მერიასა და „აგორას“ შორის. ცერემონიაში ჩეხური მხარის სახელით მონაწილეობას მიიღებს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იან სლივა.


მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი აშენდა და აღიჭურვა უახლესი აპარატურით ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, თბილისის მერიისა და ასოციაცია „აგორას“ მიერ. ინვესტიციის სრული რაოდენობა შეადგენს 405 565 ევროს.


ცენტრის ძირითადი ხედვაა იყოს საქართველოს მეფუტკრეობის მზარდი სექტორის მთავარი მოთამაშე და ხელი შეუწყოს მეფუტკრეობის, როგორც დარგის ოპტიმიზაციასა და განვითარებას ქვეყანაში, ისევე როგორც მეფუტკრეობასთან დაკავშირებული პროდუქციის ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზე.


ცენტრის მიზანია სოფლის და ურბანული კავშირის ხელშეწყობა, მდგრადი სოფლის მეურნეობა განვითარება და თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის ხედვა.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი