ელისო ბოლქვაძე და ქეთევან დუმბაძე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ

22 Apr 2021 15:04

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე  თბილისის მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის  უფროს ირაკლი გვილავას და კულტურის ობიექტების მართვის და დაგეგმარების განყოფილების უფროსს ცირა შალაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების საკითხები განიხილეს და სამომავლო ღონისძიებები დაგეგმეს.

 

 

„მოგეხსენებათ, რომ კულტურის კომიტეტი სახელოვნებო განათლებასთან მიმართებაში აწარმოებს შეხვედრებს. ინფორმაცია კომიტეტში შემოდის რეგიონული მუნიციპალიტეტებიდან და ასევე თბილისში არსებული სახელოვნებო დაწესებულებებიდან. დღევანდელ შეხვედრაზეც მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია სახელოვნებო განათლების სისტემატიზაციისთვის: მასწავლებელთა კვალიფიკაცია, მათი ხელფასები, სასწავლებლების ინფრასტრუქტურა, სახელოვნებო სკოლების გაერთიანება.

 

მეორე საკითხი ეხებოდა მხატვრების თემას. კომიტეტში შემოსული წერილებსა და შეხვედრების დროს  მხატვრები გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ არ არსებობს სივრცეები, გალერეები, სადაც მათ საკუთარი ნამუშევრების გამოფენა შეეძლებათ. ვთხოვეთ  მერიის წარმომადგენლებს,  იმუშაონ  საკითხზე, რომ მხატვრებისთვის მოიძებნოს შესაბამისი ფართი“, -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

მისი თქმით, 1 ივნისს  კომიტეტი ბავშვთა დაცვის დღისადმი მიღძვნილ ღონისძიებას გამართავს, რომელშიც თანამონაწილე თბილისის მერია იქნება.




კომენტარები:

ფართი შოპი