"ძალიან გაეზარდათ მადა მეუფეებს... წყლის გარდა, სხვა რაღაცების გაყიდვაც მოინდომეს" - გიორგი სიგუა ამბობს, რომ Gem Fest-ი საპატრიარქოს ფულით შეიქმნა: სკანდალური "ლაივი" პეტრე კოლხთან ერთად

22 Apr 2021 17:05

ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა გი­ორ­გი სი­გუ­ამ "ფე­ის­ბუქ­ლა­ივ­ში" სხვა­დას­ხვა სა­კი­თხე­ბი მამა პეტ­რე კოლხთან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა, რა დრო­საც სა­პატ­რი­არ­ქოს­თან და­კავ­ში­რე­ბით სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა.


სი­გუა ამ­ბობს, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი GEM FEST სა­პატ­რი­არ­ქოს და­ფი­ნან­სე­ბით შე­იქ­მნა:


“მო­ვე­დი სა­პატ­რი­არ­ქო­ში და იმ მე­უ­ფე­ებს, იმ წმინ­და სი­ნოდს, რო­მე­ლიც "კა­ზან­ტი­პის" გამო მდევ­ნი­და, ვუ­თხა­რი - მე­გობ­რე­ბო, ხომ ნა­ხეთ, ცე­ცხლის წვი­მა არ წა­მო­ვი­და, ხომ ნა­ხეთ, რომ ზღვა არ და­იწ­ვა და არც წმინ­და გი­ორ­გი არ შე­მოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლა ცხე­ნით და არაფ­რით.


წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებს ვე­უბ­ნე­ბი, ძმე­ბო, ერ­თად გა­ვა­კე­თოთ, კაი ბიზ­ნე­სია, ვუ­თხა­რი, რომ ფული იშო­ვე­ბა ამა­ში და ამა­ში, ახლა არის სა­ჭი­რო 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და მა­შოვ­ნი­ნეთ ორი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი. ზუს­ტად სამ დღე­ში ხელ­ში მქონ­და 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ნაღ­დი ფული, სა­პატ­რი­არ­ქოს დახ­მა­რე­ბით, ჯემ ფეს­ტის ინ­ვეს­ტო­რი და გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი გახ­და წყა­ლი "სნო“, რომ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნა­მე­სა­კუთ­რეც გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო.


ხოლო ის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებ­და და დის­ტრი­ბუ­ცი­ას უკე­თებ­და "სნოს“, რო­მელ­საც თა­ვის მხრივ, წილ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჰყავ­და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის სა­პატ­რი­არ­ქო, გახ­და "ჯემ ფეს­ტის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.


2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ნაღ­დი ფული, სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და სი­ნო­დის ინ­ვეს­ტი­ცია, გა­მო­ვი­ტა­ნეთ "სნოს“ მო­წი­ლე­ე­ბის, ხა­რე­ბა­ვე­ბის ოფი­სი­დან და გა­ვა­კე­თეთ "ჯემ ფეს­ტი.“


ამის შემ­დეგ, ძა­ლი­ან გა­ე­ზარ­დათ მადა თქვენს მე­უ­ფე­ებს და წყლის და ღვი­ნის გარ­და, სხვა რა­ღა­ცე­ბის გა­ყიდ­ვაც მო­ინ­დო­მეს. მათ შო­რის, კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის რომ იცო­დეთ და შე­მიძ­ლია, გვა­რე­ბი და­გი­სა­ხე­ლოთ მე­უ­ფე­ე­ბის, რომ­ლე­ბიც ე.წ კრი­შას უკე­თე­ბენ ე,წ, ბა­რი­გებს სა­ქარ­თე­ლო­ში“, - აღ­ნიშ­ნა სი­გუ­ამ, რა­ზეც პეტ­რე კოლ­ხმა მი­უ­გო, რომ არ და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა გვა­რე­ბი.


გი­ორ­გი სი­გუ­ას თქმით, სა­პატ­რი­არ­ქოს­თან მისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და:


"ერთი წელი გაგ­რძელ­და, ასე ვთქვათ, ჩვე­ნი ბიზ­ნეს პარტნი­ო­რო­ბა და შემ­დეგ გა­ვე­ყა­რეთ. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, "ჯემ ფეს­ტი“, რო­მე­ლიც დღეს ტარ­დე­ბა კო­ლუმ­ბი­ა­ში, არის შექ­მნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ფუ­ლით”, - გა­ნა­ცხა­და სი­გუ­ამ.


მამა პეტ­რე კოლ­ხის თქმით, ის, რა­საც სი­გუა ამ­ბობს, სკან­და­ლურ­თან ერ­თად გულ­და­სა­წყვე­ტი­ცაა.


"თქვენ აღ­ნიშ­ნავთ, რომ ხართ და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­სი, არის თუ არა ეს ასე? ამ ყვე­ლაფ­რის მერე, ბიზ­ნეს გა­რი­გე­ბე­ბი, ბიზ­ნეს პარტნი­ო­რო­ბა ისეთ ინ­სტი­ტუ­თან რა­ტომ მო­გინ­დათ, რო­მე­ლიც თქვენ­თვის არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და თქვენ ხართ მისი და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი. ამით თქვენ თქვენს იმიჯს ხომ არ გა­უფრ­თხილ­დით და მე­ტიც, სა­პატ­რი­არ­ქოს შე­მო­სავ­ლე­ბით ხომ არ იყა­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ ხელი მო­გეთ­ბოთ და სწო­რედ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ხე­ლით თქვე­ნი საქ­მე­ე­ბიც ცოტა წინ წა­წე­უ­ლი­ყო...ეს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბაა?“ - ჰკი­თხა პეტ­რე კოლ­ხმა გი­ორ­გი სი­გუ­ას, რა­ზეც ამ უკა­ნას­კნელ­მა მი­უ­გო, რომ ის "ან­გე­ლო­ზო­ბა­ზე თავს არ დებს.“


"არ არის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა, ნამ­დვი­ლად არ არის და არ ვდებ მე თავს ან­გე­ლო­ზო­ბა­ზე. სხვა­თა­შო­რის, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ვი­ხი­ლავ­დით სა­პატ­რი­არ­ქო­ში ჩემი მღვდლო­ბის სა­კითხს და სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მე გა­მე­კე­თე­ბი­ნა კა­რი­ე­რა და გავმხდა­რი­ყა­ვი მა­გა­ლი­თად მე­უ­ფე...ან ჭყონ­დი­დის ეპის­კო­პი­სი გი­ორ­გი სი­გუა, რა, ვის­ზე ნაკ­ლე­ბი ეპის­კო­პო­სი ვიქ­ნე­ბო­დი და ვის­ზე ნაკ­ლებ ჯიპ­ში ჩავ­ჯდე­ბო­დი, მა­შინ დიდი ღიპი მქონ­და და რა, ღიპი ვერ მექ­ნე­ბო­და, თუ ახა­ლი აი­ფო­ნი?!“, - აღ­ნიშ­ნა სი­გუ­ამ.





კომენტარები:

ფართი შოპი