კელი დეგნანი - მოუთმენლად ველით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას ამ შეთანხმების განსახორციელებლად

22 Apr 2021 19:43

ეს შეთანხმება საშუალებას აძლევს ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ იმუშაონ იმ საკითხებზე, რაც ქართველი ხალხისთვის პრიორიტეტია , - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.


„მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებას ხელი ბევრმა პარტიამ და პარლამენტის წევრმა მოაწერა. ვფიქრობ, მათ დაინახეს, რომ ქართველ ხალხს კრიზისის გადაჭრა სურს, მათ სურთ, რომ პარლამენტის წევრები პარლამენტში იყვნენ და იმუშაონ იმ პრიორიტეტებზე, რაც ქართველ ხალხს აქვს, მათ შორის სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, ეკონომიკის აღდგენა, ჯანდაცვა, განათლება. აი რის საშუალებას იძლევა ეს შეთანხმება. ის საშუალებას აძლევს ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ იმუშაონ ქართველი ხალხის პრიორიტეტებზე. მოუთმენლად ველით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას ამ შეთანხმების განსახორციელებლად“, - განაცხადა ელჩმა.




კომენტარები:

ფართი შოპი