ოთოსა და ჯულიანას ულამაზესი ცეკვა, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო

22 Apr 2021 21:18

როგროც საზოგადოებისთვის ცნობილია, მაია ასათიანმა რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია რუსთავი 2 დატოვა და ტვ პირველზე გადავიდა. როგორც თავად ჟურნალისტი ამბობდა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მას „სიყვითლე“ მობეზრდა. „ახალი პროფილის“ პირველი გადაცემა დახუნძლული იყო თეატრალური და მუსიკალური ნომერებით, მათ შორის, ყველაზე დიდი გამოხმაურება და მაყურებელთა აღფრთოვანება ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის ცეკვამ დაიმსახურა. „მგზავრების“ სიმღერაზე შესრულებულ ემოციურ ნომერს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებს: „საუკეთესო წყვილი“, „ძალიან შთამბეჭდავი ცეკვა იყო, ბრავო“, „მსოფლიოს ბევრ მოცეკვავეს შეშურდება თქვენი“ - წერენ ოთოსა და ჯულიანას გულშემატკივრები.

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი მაყურებელმა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაიცნო, სადაც ორივე მათგანი პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაში არაერთხელ იყო მიწვეული. ოთო პროექტის გამარჯვებული 2-ჯერ გახდა. წყვილს საკუთარი ცეკვის სტუდიაც აქვს, სახელწოდებით „Oto & Juliana Project”, სადაც მსურველებს სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებს ასწავლიან. ოთოსა და ჯულიანას ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოებისთვის განხილვის საგანი, ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. მიუხედავად ამისა, არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.


მარაო



კომენტარები:

ფართი შოპი