გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპარლამენტარების მზაობა ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ, „არ იყო მოულოდნელი და კარგი ინიციატივაა“

22 Apr 2021 21:26

ეს არი იყო მოულოდნელი, კარგი ინიციატივაა,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ევროპარლამენტარების მზადყოფნას, ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს.


როგორც ბოკერია განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა მიუთითებს, რომ ქვეყნისთვის ხელსაყრელი პოზიციების მოპოვების საშუალება არსებობდა.


„ეს არი იყო მოულოდნელი, კარგი ინიციატივაა. ოღონდ ეს ადასტურებს, სამწუხაროდ კიდევ ერთხელ იმას, რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებაში, ბევრად უფრო ქვეყნისთვის ხელსაყრელი პოზიციების მოპოვების საშუალება არსებობდა. იქნებოდა ეს პოლიტპატიმრების თემა და გათავისუფლების გზები, თუ ვადამდელი არჩევნები. სამწუხაროდ, ჩვენმა პარტნიორებმა მაშინ შეთანხმების დადებამდე ეს შესაძლებლობები არ გამოიყენეს ბოლომდე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.


ცნობისთვის, „ლელოს“ ინფორმაციით, „ლელოს“ ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და მელია გათავისუფლდეს. მათი განმარტებით, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან, ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას.




კომენტარები:

ფართი შოპი