მაისში ყოველი 100 დაავადებულიდან ერთი მოკვდება! - პაატა იმნაძემ ბეჭედი დაარტყა

23 Apr 2021 10:28

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომავალი თვეების პროგნოზი ძალიან ცუდია.


„მაისის პირველი-ორი კვირა ძალიან მძიმე გვექნება, რადგან შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. თუმცა, აქაც ვიტყვი, რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ქცევას გამოვავლენთ, რამდენად გავიკეთებთ პირბადეს, რამდენად ავარიდებთ თავს სუფრებს და რამდენად არ მოვაწყობთ საფლავებზე ქეიფებს“, – განაცხადა "პირველ არხთან" იმნაძემ.


მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენი ასი ადამიანიც ავად გახდება, მინიმუმ, ჩვენი ერთი თანამოქალაქე დაიღუპება, ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.





კომენტარები:

ფართი შოპი