მარტონი ვართ ჩვენ ამ სამყაროში?

23 Apr 2021 11:16

ვართ თუ არა ჩვენ ერთადერთი მოაზროვნე არსებები ჩვენს სამყაროში? ვართ ერთადერთი არსებები, რომლებსაც აინტერესებთ არიან თუ არა სხვა მათნაირები, რომლებიც უყურებენ ვარსკვლავებს ღამით და იგივეს ფიქრობენ, ოღონდ სხვა პლანეტებზე? ჩვენი გალაქტიკა შეიცავს რამდენიმე ასეულ მილიარდ ვარსკვლავს (200-დან 400-მდე მილიარდს), რომელთაგანაც ბევრს ერთი ან რამდენიმე პლანეტა აქვს გარშემო - საშუალოდ, თითოეულს მინიმუმ ერთი. თითქოს ეს საკმაირისი არ იყოს, გალაქტიკების რაოდენობა დაკვირვებად სამყაროში ტრილიონზე მეტია (1-დან 2 ტრილიონამდე). პლანეტების ამგვარი სიმრავლის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამყაროში მარტონი ვართ. ამგვარად, მეცნიერებმა დაიწყეს მთელ მსოფლიოში ის, რასაც უცხოპლანეტური ინტელექტის ძიებას უწოდებენ და აქ მთავარი პროექტი არის SETI (search for extrterrestrial intelligence). სეთ შოსტაკი, სან-ფრანცისკოს მახლობლად მდებარე "SETI"-ს ინსტიტუტის უფროსი ასტრონომი ეჭვობს, რომ უცხოპლანეტელები სადღაც იქ ნამდვილად არიან. 

ის მიუთითებს NASA-ს კეპლერის კოსმოსური ობსერვატორიის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ყოველი 5 პლანეტიდან 1 არის საცხოვრებლად ვარგისი.

სეთ შოსტაკი

თუ ეს სწორია, მაშინ კოსმოსი შეიძლება შეიცავდეს სიცოცხლისთვის ვარგის, 10 სექსტილიონზე მეტ პლანეტას (სექსტილიონი = ტრილიონჯერ მილიარდი). და მაინც, თუ სამყაროში სოცოცხლე გავრცელებულია უამრავ პლანეტაზე, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად განვითარდებოდა ინტელექტუალური სახეობებიც, რომლებიც შეძლებდნენ ცივილიზაციის შენებას? 

ჯერჯერობით "SETI"-ს მიერ, მრავალი წლის მუშაობის შემდეგაც კი არ არის გამოვლენილი ისეთი რაოდიოსიგნალები, რომლებიც მიგვითითებდნენ ამგვარი ცივილიზაციის არსებობაზე კოსმოსის იმ ნაწილში, რომლის კვლევაც დღეისთვის ჩვენთვის შესაძლებელია, თუმცა შოსტაკი ამბობს, რომ ჯერჯერობით ჩვენი რადიოტელესკოპები მხოლოდ რამდენიმე ათასი ვარსკვლავისკენ მივმართეთ და ეს ზღვაში წვეთია. 2014 წელს გერმანიაში ჩატარებულ კონფერენციაზე სეთ შოსტაკმა სანაძლეო დადო სახალხოდ იმის შესახებ, რომ მომდევნო 24 წელიწადში ჩვენ შევძლებთ უცხოპლანეტელების ცივილიზაციის აღმოჩენას. იმ დროისთვის უკვე შემოწმებული გვექნება მილიონამდე ვარსკვლავური სისტემა. ამასობაში რადიოტელესკოპები მთელ მსოფლიოში 24 საათიან რეჟიმში აკვირდებიან და უსმენენ გარემომცველ სამყაროს. (იხ. წყარო)


2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის მარტამდე "New York times"-ის მიერ გამოქვეყნდა 3 სხვადასხვა ვიდეო, რომელთა ავთენტურობაც ოფიციალურად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერაა დადასტურებული და არ წარმოადგენს რაიმე სახის სიყალბეს. აღნიშნული ვიდეო მასალა გადაღებულია აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების მიერ და მათზე ასახულია ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. 2004 წელს გადაღებულ ვიდეოს ეწოდა კოდური სახელწოდება "GIMBAL", 2015 წელს გადაღებული ორი ვიდეოდან პირველს კი "FLIR1", ხოლო მეორეს - "GO FAST".


intermedia.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი