გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელია გულგატეხილია, მიხვდა, რომ "ნაცმოძრაობის" მხრიდან გამოყენებულია, ის დილემის წინაშე დააყენეს: გამოვა ვაია, არ გამოვა - ვუია

23 Apr 2021 13:41

"ლელოს" მოწადინება, რომ მელიას გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად "ლელომ"მოაწერა ხელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ "ლელო" ბრიუსელში მართავს შეხვედრებს, სადაც ნიკა მელიასთვის თავდებად ევროპარლამენტარების დადგომის საკითხს განიხილავს.


მისივე თქმით, ნიკა მელიას ბოლოდროინდელ კომენტარებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მასზე გადატეხეს ჯოხი, ის გულგატეხილია და მიხვდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გამოყენებულია.


„ამ შემთხვევაში, ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენეს - გამოვა ვაია, არ გამოვა - ვუია. რაც შეეხება "ლელოს" მოწადინებას, რომ მისი გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, ეს წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად "ლელომ" ხელი მოაწერა. საქართველოში ამერიკის ელჩისა და ევროპარლამენტარების კომენტარები ვნახეთ, რომ ქვეყანა ვერ გადაყვება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, გამოვა თუ არა ციხიდან. ნიკა მელიას საკითხი აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტული არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ დონეზე, თუ თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი