ამბოხებული სასულიერო პირები ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებენ

23 Apr 2021 13:54

ტაძრის დახურვის გადაწყვეტილების მიუხედავად, სალხინოს მონასტერი დღეს დილიდან გახსნილია. უკვე გადაყენებულმა წინამძღვარმა გადაწყვეტილება ეკლესიაში არსებული დაპირისპირების განმუხტვით ახსნა.


როგორც ჩანს, ეპარქიის გეგმები შეიცვალა. სალხინოს მონასტერში ღვთისმსახურება ამ წუთებშიც აღევლინება. მას ჭყონდიდის მიტროპოლიტის - სტეფანეს მიერ დანიშნული ახალი წინამძღვარი აღავლენს.


სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი დანიელი აცხადებს, რომ ამბოხებულმა სასულიერო პირებმა ეპარქიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. 


"ყველა წავალთ, უსამართლობას ვერ შევეგუები. სტეფანეს მონა ვერ გავხდები, მე ვარ ქრისტეს მონა და ქრისტეს მორჩილი," - განუცხადა მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა "კურიერს".


რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი