ბექა ფერაძე: მსჯელობა გრძელდება, რა ტიპის შეზღუდვა შეიძლება იყოს სააღდგომო დღეებში

23 Apr 2021 14:16

მსჯელობა გრძელდება, რა ტიპის შეზღუდვა შეიძლება იყოს სააღდგომო დღეებში, მაგრამ ამ ეტაპზე რადიკალურ შეზღუდვაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.


მისი თქმით, დაწესდება თუ არა ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები, ეს ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. „საბჭო აგრძელებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე დაკვირვებას და ამის მიხედვით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილება. ჯერ სასაფლაოზე გასვლასთან დაკავშირებით რამე შეზღუდვა არ არის“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 301 535 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 284 286, გარდაიცვალა 3 992 პაციენტი.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი