პაატა მანჯგალაძე - არ მინდა ისე წარმოჩნდეს, თითქოს სკამებს და კომფორტს დახარბებული ვართ

23 Apr 2021 15:17

არ მინდა ისე წარმოჩნდეს ეს პროცესი, თითქოს სკამებს და კომფორტს დახარბებული ვართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა.


მანჯგლაძის თქმით, მან კარგად იცის რისკები და იმ პოლიტიკური ლანძღვის ფასი, რასაც ოპონენტები პარლამენტში მისვლის გამო დაიწყებენ.


„ჩვენს და ხელისუფლებას შორის გარკვეული უნდობლობა არსებობს. პრეზიდენტის თხოვნაა იმისთვის, რომ მან მოაწეროს ხელი შეწყალების აქტს, ჩვენ უნდა მივიდეთ პარლამენტში, ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ არ მინდა ისე წარმოჩინდეს ეს პროცესი, თითქოს სკამებს და კომფორტს დახარბებული ვართ. ძალიან კარგად ვიცი რისკი, ძალიან კარგად ვიცი იმ პოლიტიკური ლანძღვის ფასი, რასაც ოპონენტები გააკეთებენ, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, მზად ვართ ამ პასუხისმგებლობისთვის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.


მისი განცხადებით, თუ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი იმ სამართალდამცავებს შეეხებათ, რომლებიც 20 ივნისის აქციის დროს არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდნენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.


„თუ კონვენციით დაცულ მუხლებს ამნისტია შეეხება, ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. თუ უნდა, „ქართულმა ოცნებამ“ მარტო მიიღოს. ამნისტიის შესახებ კანონპრექტი დამუშავების ეტაპზეა. ჩვენ გვაქვს ვალდებულება იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე გიორგი რურუა გამოვიდეს, ჩვენ პარლამენტში სამშაბათს უნდა მივიდეთ და უნდა დავარეგისტრიროთ აღნიშნული კანონპროექტი. უმრავლესობას შევთავაზებთ ისეთ ვარიანტს, რომელიც გამორიხავს იმ რისკებს, რომ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულები ამნისტიაში არ მოხდეს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი