სალომე ზურაბიშვილი - საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს

23 Apr 2021 17:33

საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.


„საქართველოსა და უკრაინას სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთი და იგივე პრობლემები აქვთ. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა თავის ეფექტიანობას ამტკიცებს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.


შეგახსენეთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოულოდნელი შემოწმების პროცესის დასრულების შემდეგ ყირიმიდან ჯარისკაცების გაყვანისა და მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების პროცესი დაიწყო.




კომენტარები:

ფართი შოპი