კახა კალაძე: შეთანხმებაში ჩაწერილია, რომ ამნისტია შეეხება ყველას

23 Apr 2021 20:33

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ამნისტია 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებსაც შეეხებათ.

 

მისი თქმით, ეს შეთანხმების დოკუმენტში არის ჩაწერილი.

 

„ამნისტია შეეხება ყველას, ეს შეთანხმების დოკუმენტშიც ჩაიწერა. თუმცა, ზოგი პოლიტიკოსისგან ვისმენთ, რომ ისინი მას არ გამოიყენებენ და ამის არჩევის უფლება უნდა ჰქონდეთ. ჩემი პოზიციაა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას. გაუგებარია ის კითხვები, რაც ისმის ამნისტიასთან მიმართებით. თავიდან მოთხოვნა იყო ამნისტიაზე, მიიღწა შეთანხმება, ხელი მოეწერა დოკუმენტს, ამაში ჩართულნი იყვნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები. ახლა გაუგებარია ეს კითხვები“, - განაცხადა კახა კალაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი