ლელო” განმარტავს - ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღდმეგება შარ მიშელის 5 პუნქტიან შეთანხმებას

23 Apr 2021 20:51

ლელო” განმარტავს -    ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღდმეგება შარ მიშელის 5 პუნქტიან შეთანხმებას და არც საერთაშორისო კანონით დადგენილ ნორმებს და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თავდებობის იდეა არ ახდენს შეთანხმების მოდიფიცირებას და სრულ ჰარმონიაშია დოკუმენტის სულისკვეთებასთან.


მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტში ნათლად წერია: *ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს* 


მეტი სიცხადისთვის, გთავაზობთ ამონარიდს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხუთ პუნქტიანი დოკუმენტიდან:  


,,ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.”


 In the interest of Georgia’s political stability and in order to implement this agreement,

the signatories commit to address, within one week of signing this agreement, the two

cases of perceived politicized justice, either by an amnesty and/or by taking such steps as

to produce an equivalent outcome.


აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით, ,,ლელომ”, როგორც შეთანხმებაშია ნახსენები, რეაგირება მოახდინა პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხზე და მიიღო "ისეთი ზომები" რომელიც ემსახურება არსებული კრიზისის მოსაგვარებას. კერძოდ : თხოვნით მიმართა ევროპარლამენტარებს მათი თავდებობით ნიკა მელიას განთავისუფლებასთან დაკავშირებით, რაზეც ევროპარლამენტარებმა თანხმობა განაცხადეს.


ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. იმედი გვაქვს ქართულმა ოცნება იხელმძღვანელებს ვითარების დეესკალაციის ინტერესებით და გადადგავს შესაბამის ნაბიჯს რათა რეალურად დაიწყოს კრიზისის განმუხტვის პროცესი.




კომენტარები:

ფართი შოპი