ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

23 Apr 2021 21:35

დელეგაციის ხელმძღვანელი კახა კუჭავა და დელეგაციის წევრები თამარ ტალიაშვილი და ლევან იოსელიანი სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო კვირის ფარგლებში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრეას კიფერს შეხვდნენ.


შეხვედრაზე განიხილეს მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადების პროცესი, პოლიტიკური ვითარება, ასევე დაგეგმილი საარჩევნო რეფორმა.


ანდრეას კიფერის განცხადებით კონგრესი მუშაობს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებღან დაკავშირებით ევროსაბჭოს კონგრესის მოსაზრების წარსადგენად.


დელეგაციის წევრებმა შესთავაზეს კონგრესის გენერალურ მდივანს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის მიზნით სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნასთან დაკავშირებით.


ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით ანდრეას კიფერმა გამოთქვა მზაობა, შემოდგომაზე ევროსაბჭოს კონგრესის სადამკვირვებლო მისია მოავლინოს საქართველოში.




კომენტარები:

ფართი შოპი