არჩილ თალაკვაძე: გუშინ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ, წინა თვეებში გაკეთებული მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან

23 Apr 2021 22:20

"გუშინ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ, წინა თვეებში გაკეთებული მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან. პიროვნება, რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი მედიასთან საჯაროდ ასახელებს, არ გახლავთ ჩემი ძმა, არც ოჯახის წევრი და არც ნათესავი. სახელიც კი არასწორად არის ნახსენები, რადგან ჩემი ძმის სახელია არა გელა, არამედ ავთანდილი.

 

მედიასაშუალებებს, რომელთაც მისი განცხადება გადაუმოწმებლად გაავრცელეს, ვთხოვ, შემდეგი შესაძლებლობისთანავე ამ დეზინფორმაციას ნათელი მოჰფინონ",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი