"რაღაც დამთავრდა, ის ემოცია და ვნება აღარ იყო... მეორედ არავითარ შემთხვევაში არ დავოჯახდები" - ეკა ჩხეიძე პირად ცხოვრებასა და ახალ საქმიანობაზე

24 Apr 2021 00:14

მსა­ხი­ობ­მა ეკა ჩხე­ი­ძემ ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყო და ამ­ჯე­რად ტე­ლე­წამ­ყვა­ნად მოგ­ვევ­ლი­ნა. მას ახა­ლი გა­და­ცე­მა – "ყვი­თე­ლი ყუთი" მიჰ­ყავს. რო­გორ მო­ერ­გო ახალ ამ­პლუ­ას და რო­გო­რია მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, ეკა AMBEBI.GE-ს უამ­ბობს:

– ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, რაც თე­ატ­რე­ბი და­ი­ხუ­რა, რო­გორ გა­ა­ტა­რეთ ეს პე­რი­ო­დი?

– ეს თვე­ე­ბი, რაც თე­ატ­რი გა­ჩერ­და უსაქ­მუ­რო­ბამ გა­მა­გი­ჟა. არ მიყ­ვარს, რო­დე­საც საქ­მე­ზე არ ვფიქ­რობ, როცა არ მეჩ­ქა­რე­ბა. აღარ ვი­ცო­დი, რა მე­კე­თე­ბი­ნა. ახლა კი აღად­გი­ნეს თე­ატ­რი, მაგ­რამ სა­ში­ნე­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გვაქვს. სულ ვფიქ­რობ­დი – თუ არა თე­ატ­რი, რა შე­იძ­ლე­ბა ვა­კე­თო. მივ­ხვდი, რომ დროა, რა­ღაც ახა­ლი და­ვი­წყო. ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ხში­რი შე­ხე­ბა მაქვს – გახ­მო­ვა­ნე­ბა, სე­რი­ა­ლი, ყვე­ლა გა­და­ცე­მა­ში ვარ ნამ­ყო­ფი, მაგ­რამ წამ­ყვა­ნო­ბა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია, ამი­ტომ რო­გორც კი შე­მო­თა­ვა­ზეს, დავ­თან­ხმდი. ეს საქ­მე ჩემს პრო­ფე­სი­ას­თან ახ­ლოა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, საკ­მა­ოდ კარ­გი გა­რე­მოა, სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შა­ოა. თუმ­ცა ჩემ­თვის ახა­ლი ნა­ბი­ჯი და გა­მოწ­ვე­ვაა. ცხოვ­რე­ბა­ში ტყუ­ი­ლად არა­ფე­რი ხდე­ბა. თე­ატ­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ, არას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი გა­და­ცე­მა­ზე, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სი­ახ­ლე­ე­ბი. ყვე­ლა სი­ახ­ლე­ში კი­დევ ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბია. ახა­ლი მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნაც მიყ­ვარს და ცხოვ­რე­ბის გა­ხა­ლი­სე­ბა-გა­ფე­რა­დე­ბა... ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა, რეს­პონ­დენ­ტე­ბი ხალ­ხის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან და ისა­უბ­რე­ბენ ისეთ თე­მებ­ზე, რომ­ლე­ზეც აქამ­დე არ უსა­უბ­რი­ათ.

-0:00

 თქვენც ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლი რეს­პონ­დენ­ტი ხართ, არის თე­მე­ბი რა­ზეც არ გი­სა­უბ­რი­ათ?

– არის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც არას­დროს მი­სა­უბ­რია. და­ფა­რუ­ლი ამ­ბე­ბი ყვე­ლას აქვს. მაგ­რამ მე თუ ვთან­ხმდე­ბი ინ­ტერ­ვი­უს, ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლო­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ვი, ან არ ვამ­ბობ, ან არ ვი­ტყუ­ე­ბი, არ ვთა­მა­შობ.

 ახალ საქ­მი­ა­ნო­ბამ­დე, თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც ერ­თგვა­რად შე­იც­ვა­ლა – მე­უღ­ლეს­თან ერ­თად აღარ ცხოვ­რობთ, რო­გო­რი მოგ­წონთ მარ­ტო ცხოვ­რე­ბა?

– მარ­ტო ცხოვ­რე­ბა გა­და­სა­რე­ვია. ძა­ლი­ან მომ­წონს და კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­გან სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის დიდი დრო მაქვს, რა­საც მინ­და, იმას ვა­კე­თებ, როცა მინ­და, ვდგე­ბი-ვწვე­ბი, გა­რეგ­ნო­ბა­ზე ვზრუ­ნავ, ცოტა მო­წო­დე­ბა­სა­ვით ჟღერს, მაგ­რამ ასეა...

მე­უღ­ლე გზღუ­დავ­დათ ამ ყვე­ლა­ფერ­ში?

– არ მზღუ­დავ­და, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­წუ­ხებ­და – რო­გორც ცოლს, გე­ვა­ლე­ბა. კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ არა­ვის ცოლი არ მქვია. სა­ერ­თოდ არ გვქო­ნია კონ­ფლიქ­ტი, ეტყო­ბა, რა­ღა­ცის შეც­ვლა გვინ­დო­და. ერ­თნა­ი­რი იყო ეს ოცი წელი, მივ­ხვდით, რომ რა­ღაც დამ­თავ­რდა, ის ემო­ცია და ვნე­ბა აღარ იყო. არც მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა ჩვენ შო­რის. უბ­რა­ლოდ, რა­ღაც მომ­წიფ­და, ან სიყ­ვა­რუ­ლი მოძ­ველ­და. იმის­თვის, რომ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, დრო­უ­ლად და­ვი­შა­ლეთ. ახლა კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ, ორი შვი­ლი და ოცი წელი გვა­კავ­ში­რებს. აღარც მახ­სოვს რო­დის იყო ჩემი ქმა­რი, აღარც ის გრძნო­ბა მაქვს, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნად, ოჯა­ხის წევ­რად აღ­ვიქ­ვამ.

 თქვე­ნი სა­უბ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­ო­რედ და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე არ ფიქ­რობთ...

– რა­ტომ უნდა და­ვო­ჯახ­დე? რა ძალა მად­გას. მე­ო­რედ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ვო­ჯახ­დე­ბი. კაცს უნდა მო­უ­ა­რო, კა­ცის მოვ­ლი­ლი ქალი გი­ნა­ხავს? ღმერ­თმა არ და­მა­ჭირ­ვოს... სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი არ მიყ­ვარს. კაცი რომ მოვა და სა­დილს არ და­ახ­ვედ­რებ, რა­ღაც უნდა მო­უ­მაზ­დო. ახლა, როცა მო­მინ­დე­ბა და­ვა­ლა­გებ, თუ მინ­და დი­ლით გა­ვალ, ღა­მით შე­მო­ვალ და ვე­რა­ვინ და­მი­რე­კავს, სახ­ლში მო­ვე­დი და რა­ტომ არ დამ­ხვდიო. არც კა­ცის პე­რან­გე­ბი მაქვს გა­სა­უ­თო­ე­ბე­ლი. შე­ვეჩ­ვიე და მომ­წონს, რო­გორც ვარ. ჯერ­ჯე­რო­ბით არაფ­რის შეც­ვლა არ მინ­და.

 თა­ვი­დან არ გა­გი­ჭირ­დათ მე­უღ­ლის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა?

– თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და, ჩემ­თვის ახა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. ახლა უფრო ლა­ღად ვცხოვ­რობ და მომ­წონს, ჩემი თა­ვის პატ­რო­ნი რომ ვარ და არა სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ბედ­ნი­ე­რე­ბა ქმარ­ში არ არის. არ შე­იძ­ლე­ბა, სხვა ადა­მი­ა­ნის იმე­დად იყო ბედ­ნი­ე­რი. უნდა ვე­ცა­დოთ, ყვე­ლა­ფერ­ში და­ვი­ნა­ხოთ და­დე­ბი­თი და მერე უფრო გა­მოჩ­ნდე­ბა ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტე­ბი, სულ ცუდს რომ ხე­დავ, აუ­რაც ბინ­ძურ­დე­ბა. მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია ძა­ლი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­აა. შე­საძ­ლოა, ერ­თდრო­უ­ლად ბევ­რი როლი გქონ­დეს – რე­პე­ტი­ცი­ი­დან გა­და­ღე­ბა­ზე დარ­ბო­დე და ძა­ლი­ან სა­ჭი­რო იყო ან თვე­ე­ბი ჩა­ვარ­დნა გქონ­დეს, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, გა­და­ფა­სე­ბა უნდა შე­გეძ­ლოს. ამ კუ­თხით რომ შე­ხე­დო, ახლა და­ვის­ვე­ნებ, თავს მივ­ხე­დავ, ვი­ვარ­ჯი­შებ... სულ ვცდი­ლობ, ძა­ლით ჩავ­ტე­ნო და­დე­ბი­თი იქ, სა­დაც არ არის, თო­რემ, თუ დავ­ჯე­ქი და ვი­ფიქ­რე: ვა­ი­მე, არ არის სა­მუ­შაო, რა მეშ­ვე­ლე­ბა – აუ­ცი­ლებ­ლად და­ვით­რგუ­ნე­ბი.

შვი­ლე­ბი რო­გორ შეხ­ვდე­ნენ თქვე­ნი და­შო­რე­ბის ამ­ბავს?

– შვი­ლებ­მა უფრო გა­ნი­ცა­დეს და არ გვე­თან­ხმე­ბოდ­ნენ. გო­გოს ძა­ლი­ან უყ­ვარს მამა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ნი­ცა­და. ჩვენ სულ ისე ვცხოვ­რობ­დით, არას­დროს ერ­თმა­ნე­თი არ მოგ­ვი­ტუ­ე­ბია, ერ­თმა­ნე­თის­თვის ცუდი არა­ფე­რი გვი­კად­რე­ბია. ბევ­რი ოჯა­ხი ვიცი, ერ­თმა­ნეთს ატყუ­ე­ბენ, ოღონდ ერ­თად იყ­ვნენ და ტყუ­ილ­ში თუ გა­მო­ი­ჭერ, უფრო მე­ტად ეც­დე­ბა მო­გა­ტყუ­ოს. ოღონდ ოჯა­ხი არ და­ინ­გრეს და ვინ­მე ჩუ­მად მყო­ლო­და, ასე­თი ოჯა­ხი ვე­რას­დროს მექ­ნე­ბო­და, რა სა­ჭი­როა? თუ სხვა გინ­და, წადი, ღმერ­თმა მშვი­დო­ბით გა­ტა­როს! რომ ეღა­ლა­ტა და ამი­ტომ წა­სუ­ლი­ყო, ბევ­რად გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვიქ­ნე­ბო­დი. არც კი გვი­ეჭ­ვი­ა­ნია ერ­თმა­ნეთ­ზე. ახლა ისიც მარ­ტო ცხოვ­რობს, არც ვე­კი­თხე­ბი და არც ვინ­ტე­რეს­დე­ბი, რა ჩემი საქ­მეა.

მა­მათ­ქვე­ნი, თე­მურ ჩხე­ი­ძე თუ ჩა­რე­უ­ლა თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, თუნ­დაც რჩე­ვის სა­ხით?

– მამა არას­დროს ჩა­რე­უ­ლა ჩემს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თე­მურ­მა ყვე­ლა­ზე ბო­ლოს, ცოტა ხნის წინ გა­ი­გო, რომ ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლი ვარ. იცის, შტე­რი და ცან­ცა­რა ქალი არ ვარ და თუ რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ, ცუდს არა­ფერს გა­ვა­კე­თებ, ვი­ღაც ისეთს არ გა­და­ვეყ­რე­ბი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში შეც­დო­მა და­ვუშ­ვა.

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია.





კომენტარები:

ფართი შოპი