გიორგი ვაშაძე - ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე - კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს

24 Apr 2021 09:54

კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს და კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაპირისპირება ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მოხდა.


„ჰკითხეთ სხვა ოპოზიციონერებს, ყველაფერს ხომ არ მოვყვები. ძალიან მძიმე შეხვედრა იყო.


6 თვეა ნერვების წყვეტის ფასად არის მოპოვებული, ის რაც არის. ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე. კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი. თუ არ გჯერათ ეს, დაადასტურებენ სხვებიც, ვინც იმ შეხვედრაზე იყო. ეს დაპირისპირება იყო ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, თუ ვისზე უნდა გავრცელებულიყო და რა უნდა ყოფილიყო“ , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.




კომენტარები:

ფართი შოპი