"ასე თუ გაგრძელდა, წავალ მეურნეობაში და დაგიტოვებთ შოუ-ბიზნესს..." - რა გეგმები აქვს "მამულიჩას" მშობლიურ ოდასთან დაკავშირებით?

24 Apr 2021 11:58

"ოზურ­გე­თი, სო­ფე­ლი კვი­რი­კე­თი, ჩემი სო­ფე­ლი. 30 წელი არ ვყო­ფილ­ვარ, ხოდა, ვბრუნ­დე­ბი" - ამ წარ­წე­რით და­ა­სა­თა­უ­რა პრო­დი­უ­სერ­მა კახა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა, მა­მუ­ლი­ჩამ ფოტო, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ თა­ვის სო­ფელ­ში გა­და­ი­ღო და სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა. ფო­ტო­ზე ულა­მა­ზე­სი გუ­რუ­ლი ოდაა აღ­ბეჭ­დი­ლი და ამ­წვა­ნე­ბუ­ლი, ლა­მა­ზი ეზო. რას აპი­რებს მა­მუ­ლი­ჩა თა­ვის სო­ფელ­ში და რა­ტომ არ ყო­ფი­ლა იქ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამა­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბობს.

- ეს არის ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი კვი­რი­კე­თი. დე­და­ჩე­მის სო­ფე­ლი. მე ხომ ქარ­თლე­ლი ვარ, მაგ­რამ ქარ­თლში არა­ფე­რი გვაქვს. ამი­ტომ, მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბა კვი­რი­კეთ­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ბე­ბია და ბა­ბუა ცო­ცხლე­ბი რომ იყ­ვნენ, მე და ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი სულ მათ­თან ჩავ­დი­ო­დით. კარ­გი სა­მე­გობ­რო, სა­მე­ზობ­ლო გვყავ­და. სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი გვაქვს იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი. მერე ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა რომ და­ი­წყო, 90-იან წლებ­ში, თა­ვის­თა­ვად მოხ­და, გავ­წყვი­ტეთ სო­ფელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, თით­ქოს ჩა­მოვ­შორ­დით იქა­უ­რო­ბას. რა­ტომ - ეს დღემ­დე ვერ ამოვხსე­ნი. ალ­ბათ ბე­ბია-ბა­ბუ­აც რომ გარ­და­იც­ვალ­ნენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­შინ და­ვას­რუ­ლეთ იქა­უ­რო­ბას­თან კონ­ტაქ­ტი.

ჩვე­ნი სახ­ლის გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი - ცი­ბა­ძე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს კარ-მი­და­მოს უვ­ლი­ან. სახ­ლს რომ შე­ხე­დავ, გა­გი­ხარ­დე­ბა და მო­გე­წო­ნე­ბა, ისე­თია, მაგ­რამ ძვე­ლია და ხე­ლის კარ­გი შევ­ლე­ბა უნდა. შიგ­ნით წლე­ბია, არა­ვის უცხოვ­რია. ეზოს წინა და უკა­ნა ნა­წილს, რო­გორც გი­თხა­რით, ნა­თე­სა­ვე­ბი უვ­ლიდ­ნენ.

-0:09

- ფარ­თო­ბი დი­დია?

- წე­სით, 5000 კვმ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სა­ბუ­თე­ბი ცოტა არე­უ­ლია, მა­გის მოგ­ვა­რე­ბის თავი არა­ვის ჰქონ­და. მი­წის ნა­წი­ლი 1500 კვ.მ ბი­ძა­ჩემ­ზე დაგ­ვხვდა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი - მომ­ვლე­ლებ­ზე. მოკ­ლედ, ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად გა­ვას­წო­რებთ ამ სა­ბუ­თებს... სახ­ლის დან­გრე­ვა და ახ­ლის აშე­ნე­ბა დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ, არ­ქი­ტექ­ტო­რი უნდა ჩა­ვიყ­ვა­ნოთ, რომ არ­სე­ბუ­ლი­დან მოხ­დეს შე­ნო­ბის გა­ახ­ლე­ბა-გა­მაგ­რე­ბა-რეს­ტავ­რა­ცია. გვინ­და, რომ ზა­ფხულ­ში ჩა­ვი­დეთ ხოლ­მე და დავ­რჩეთ. ისე, რო­გორც ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ხდე­ბო­და, მთე­ლი ჩემი სა­ნა­თე­საო, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ხომ ვამ­ბობ, იქ გა­ვი­ზარ­დეთ. რე­ა­ლუ­რად გვაქვს ად­გი­ლი და ვერ ვი­ყე­ნებთ.

- რო­გორ იყო იქა­უ­რო­ბა 30 წლის შემ­დეგ...

- ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ სახ­ლში პირ­ვე­ლად რომ შე­ვე­დი, გული კი­ნა­ღამ მო­მიკ­ვდა... ყვე­ლა­ფე­რი გა­მახ­სენ­და, რაც წარ­სულ­ში ყო­ფი­ლა... სახლზე სა­ერ­თოდ არ არის ხელი მო­კი­დე­ბუ­ლი. არა­და, ხომ იცით, რო­გორ არის, როცა არ ცხოვ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი მიშ­ვე­ბუ­ლია უკვე... ახლა სა­ი­დან უნდა და­ი­წყოს იქ საქ­მე, მე არ ვიცი, ამი­ტომ, რო­გორც გი­თხა­რით, სპე­ცი­ა­ლის­ტი უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ და უნდა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­კეთ­დეს, ბევ­რი რამ გა­მო­იც­ვა­ლოს.

- დიდი სო­ფე­ლია?

- ოზურ­გეთ­ზეა მიბ­მუ­ლი, იქ­ვეა... ეს ფოტო რომ დავ­დე, ბევ­რი გუ­რუ­ლი გა­მო­მეხ­მა­უ­რა, ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელბ­საც იქვე სოფ­ლებ­ში სახ­ლე­ბი ჰქო­ნი­ათ, კვი­რი­კეთშ­თი კი ჩემს 2 უმ­ცროს ამ­ხა­ნაგს აქვს სახ­ლი. გა­მი­ხარ­და... მოკ­ლედ, მგო­ნი, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე... ჯერ ერთი, რა­ტომ უნდა დავ­კარ­გოთ?! ახლა მთავ­რია, ჩა­ვი­დეთ, მო­ვა­წეს­რი­გოთ სა­ბუ­თე­ბი და მერე უკვე სახ­ლიც. გა­სა­ყო­ფი არა­ვის­თან არა­ფე­რი გვაქვს. სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბაა, იქვე ჩა­მო­დის მდი­ნა­რე ბჟუ­ჟი. გვერ­დი­თაა სოფ­ლე­ბი - შე­მოქ­მე­დი და ლი­ხა­უ­რი. მოკ­ლედ, კარ­გი ად­გი­ლია.

- ხომ არ აპი­რებთ, რომ მე­ურ­ნე­ო­ბა­საც მიჰ­ყოთ ხელი?

- ვნა­ხოთ, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. დიდი ეზოა და ადრე თხი­ლი იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი. კა­რა­ლი­ო­კის ხე­ე­ბი ხა­რობ­და. მე და ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით და კა­რა­ლი­ო­კის ხე რომ და­ი­ნა­ხა, - ბიჭო, ეს ხე რამ­ხე­ლა მახ­სოვ­და და რა პა­ტა­რა ყო­ფი­ლაო? ჩვენ ვი­ყა­ვით პა­ტა­რა-მეთ­ქი. და­ვი­ხო­ცეთ სი­ცი­ლით. მერე მე­ზობ­ლე­ბიც გა­მო­ვიდ­ნენ, გვიც­ნეს, მო­ვი­კი­თხეთ ერ­თმა­ნე­თი. ერ­თმა გუ­რუ­ლი ინ­ტო­ნა­ცი­ით მი­თხრა - ძა­ლი­ან ნა­წყე­ნი ვარ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ზეო. რა­ტომ-მეთ­ქი? რა უბე­დუ­რე­ბაა, ეს მა­მულ­ჩა? შენი გვა­რის გა­მო­ცხა­დე­ბა ეზა­რე­ბათ თუ რაია? მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ხარ, ფან­ტას­ტი­კუ­რი გვა­რი გაქვს, მა­მუ­ლი­ჩად რა­ტომ გა­ცხა­დე­ბე­ნო?! - კარ­გად გვა­ხა­ლი­სეს.

- სა­მე­ურ­ნეო მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა არ გაქვთ?

- არა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ ჩა­ვერ­თე ამე­რი­კუ­ლი სი­მინ­დის გა­შე­ნე­ბის პრო­ექ­ტში და იმის მერე ცხოვ­რე­ბა­ში ამ საქ­მეს არ გავ­კა­რე­ბი­ვარ. ამას ხელი რომ მოჰ­კი­დო, უნდა იცო­დე, მაგ­რამ შოუ-ბიზ­ნეს­ში ბოლო დროს არა­ფე­რი ხდე­ბა, ასე თუ გაგ­რძელ­და, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მო­მი­წევს გა­და­ნაც­ვლე­ბა. წა­ვალ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში და და­გი­ტო­ვებთ შოუ-ბიზ­ნესს...

- 30-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ არ ნა­ნობთ, რომ აქამ­დე ერთხე­ლაც ვერ მო­ა­ხერ­ხეთ იქ ჩას­ვლა?

- ვნა­ნობ, ამ­დე­ნი ხანი და­დი­ხარ აქეთ-იქით. არა­და, ოჯა­ხა­შე­ნე­ბუ­ლო, სახ­ლი გაქვს, კარი, ჩადი, რა. მაგ­რამ სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დრო­სო...

- ისე, ხეც არ და­გირ­გავთ?

- რო­გორ არა - ბორ­ჯომ­ში ტყე რომ და­იწ­ვა, ჩვე­ნი ოჯა­ხი ჩა­ვე­დით და ხე­ე­ბი დავრგეთ. არა­ერთ ხის დარ­გვის აქ­ცი­ა­ში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ქარ­თლში არა­ფე­რი გაქვთ...

- ჰო, ასე მოხ­და... ერ­თა­დერ­თი ბავ­შვო­ბა­ში სო­ფელ კარ­სან­ში დავ­დი­ო­დი, მცხე­თის რა­ი­ონ­ში, თბი­ლის­თან ახ­ლო­საა. კარ­გი სო­ფე­ლია. იქ ბე­ბია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მად მუ­შა­ობ­და და ბა­ბუა სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მი იყო და რო­გორც მთა­ვარ ექიმს, რა­ღაც სახ­ლი ჰქონ­და დათ­მო­ბი­ლი და იქ ვსტუმ­რობ­დით. ოღონდ, ჩვე­ნი იქ არა­ფე­რი ყო­ფი­ლა...

- რას ეტყვით ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ასე მი­ტო­ვე­ბუ­ლი აქვს სო­ფელ­ში სახ­ლე­ბი?

- ვი­საც გაქვთ სო­ფე­ლი, ნუ მი­ა­ტო­ვებთ, და­უბ­რუნ­დით და მი­ხე­დეთ. ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით ეგ დროა, რომ ყვე­ლა უნდა მი­ვუბ­რუნ­დეთ მა­მუ­ლებს, მივ­ხე­დოთ. ვიცი, ბევ­რს აქვს მიწა, სახ­ლი და სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ვერ ჩა­დი­ან, ესეც გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ მო­ვინ­დო­მოთ. ამა­ზე უკე­თე­სი არა­ფე­რია და არც შე­იძ­ლე­ბა იყოს...


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი