ვერა ქობალია "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა - ექსმინისტრის ფოტო კანადიდან

24 Apr 2021 15:05

ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვერა ქო­ბა­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აიც­რა. ფო­ტოს ექსმი­ნის­ტრი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.


რო­გორც ის წერს, მან "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნა­და­ში ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი აცრა 30 წელს ზე­მოთ არის დაშ­ვე­ბუ­ლი და არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ვაქ­ცი­ნა­ზე გა­ა­კე­თა. ქო­ბა­ლი­ას ფო­ტოს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აკო­მენ­ტა­რებს და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ექსმი­ნის­ტრი შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­შია.


ცნო­ბის­თვის, ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ამ­ჟა­მად კა­ნა­და­ში ცხოვ­რობს, სა­დაც აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, 1996 წელს ოჯახ­თან ერ­თად იყო ემიგ­რი­რე­ბუ­ლი, 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და მთავ­რო­ბა­ში და­საქმდა.


სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პოსტს ის 2010 წლის 2 ივ­ლი­სი­დან 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრამ­დე იკა­ვებ­და.


ქო­ბა­ლია, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთავ­რო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან პოსტს იკა­ვებ­და, 2012 წლის ახალ­გაზ­რდა მსოფ­ლიო ლი­დე­რად და­ა­სა­ხე­ლა "მსოფ­ლი­ოს ეკო­ნო­მი­კურ­მა ფო­რუმ­მა", რაც ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის­თვის მსგავს ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტია.


2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ საქ­მი­ა­ნო­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში გა­აგ­რძე­ლა, პა­რა­ლე­ლუ­რად, კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს პო­ლო­ნე­თის დიპ­ლო­მა­ტი­ურ აკა­დე­მი­ა­ში, თე­მებ­ზე - „კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში", „სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბა კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ში" და „რე­ფორ­მე­ბი სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში". ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ყა­ზა­ხუ­რი კომ­პა­ნია "ას­ტა­ნა ექ­სპო 2017"-ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პოსტზეც საქ­მი­ა­ნობ­და.

2016 წელს ქო­ბა­ლია ინ­დო­ნე­ზი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს-მრჩევ­ლად და­ნიშ­ნა. მისი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია ბიზ­ნეს და ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­დო­ნე­ზი­ის მთავ­რო­ბის­თვის რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა და კონ­სულ­ტა­ცია იყო.


ამ­ჟა­მად ის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ფი­ნან­სუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს წევ­რია, ასე­ვე, ჰონგ-კონ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კვლე­ვებს ატა­რებს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.


ამბები. ge 




კომენტარები:

ფართი შოპი