ვინც იმუქრება, რომ ხვალ რაღაც მოხდება​, აქედანვე ამზადებს ტერაქტს - მეუფე სტეფანე

24 Apr 2021 16:35

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის ეკლესიასთან, სადაც ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ წირვა ჩაატარა, ის სასულიერო პირები მივიდნენ, რომლებიც 22 აპრილს სალხინოს მონასტერში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.


„არცერთ კითხვას არ გავურბივარ. ვინც ამბობს, რომ დაპირისპირება და სისხლისღვრა მოხდება, ამაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს - საიდან, რაზე დაყრდნობით ამბობს ამას. ვინც იმუქრება, რომ რაღაც მოხდება, აქედანვე ამზადებს ტერაქტს, იცის რომ ტერაქტი მზადდება. მე წირვას ვატარებ, მე არ ვარ გამომძიებელი. არ მივდივარ იმ გზით, რომ ვინმეს დავუპირისპირდე, მე ვგრძნობ ღვთის წინაშე პასუხისმგებლობას" - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.


რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი