ხატია დეკანოიძე - ამნისტიაში არ შეიძლება გათანაბრებული იყოს ნიკა მელია, გავრილოვის პროტესტში მონაწილეები და სამართალდამცველები, რომლებიც ადამიანებისთვის მძიმე დაზიანების მიყენებაში მონაწილეობდნენ

24 Apr 2021 16:56

ამნისტიაში არ შეიძლება გათანაბრებული იყოს ნიკა მელია, გავრილოვის პროტესტში მონაწილე საქართველოს სხვა მოქალაქეები და სამართალდამცველები, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანებისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, როდესაც ნიკა მელია თავისუფალი იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებაზე შეერთების შესახებ მაშინ ისაუბრებს.


„ანტიკონვენციური მუხლებით „ქართულა ოცნებას“ არცერთი საქმე არ აღუძრავს, აქ საქმე აღძრული იყო 333-ე, უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. რაც შეეხება 143-ე და 154-ე მუხლებს, ამაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა არავის ბრალი არ წაყენებია. ამიტომ სინმადვილეში ხდება 20 ივნისის „გათეთრება“.


იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდიდა, ამნისტიის კანონს მაინც მიიღებდნენ, ამიტომ ის იდეოლოგია და პროპაგანდა, რაზეც საუბრობდნენ, რომ ნიკა მელიამ გირაო გადაიხადოს, რომ ამნისტიის კანონი არ მიიღონ, რასაკვირველია, მცდარია.


ზოგადად, ვფიქრობ, ამნისტია სამართალდამცველების, ვინც ადამიანებზე თავდასხმას ახორციელებს, არის საშიში პრეცედენტი მაშინ, როდესაც ნებისმიერი ხელისუფლება შეიძლება ჩავარდეს ხიბლში - დასაჯოს პროტესტში მონაწილე ადამიანები და შემდეგ ვისაუბროთ ამნისტიაზე. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამნისტიის კანონს. დიდი იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანმხებას და ისინი, ვინც შევიდნენ პარლამენტში, იბრძოლებენ ბოლომდე იმისთვის, რომ იმ მუხლებს არ უყარონ კენჭი იმ მუხლებს, რომელიც გულისხმობს სამართალდამცველებისთვის პასუხისმგებლობისთვის მოხსნას.


მეტი დისკუსია რომ გაგვემართა ამასთან დაკავშირებით, რაღაც საფრთხეებს თავიდან ავიცილებდით“,- განაცხადა დეკანოიძემ.


მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესში ამნისტიის კანონზე მსჯელობა იყო, თუმცა მხოლოდ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ კანონი სამართალდამცველების საქმეებსაც შეეხებოდა.


„არავინ უარყოფს, რომ მოლაპარკების მსვლელობის პერიოდში ამნისტიაზე საუბარი იყო, მაგრამ ამნისტიის კანონი ჩვენმა პარტნიორებმა მხოლოდ და მხოლოდ მოიგონეს იმ კონტექსტში, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები შეწყდეს. როგორც ვხვდები, მხოლოდ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ სამართალდამცველებზე გავრცელებული მუხლებიც შეიძლება ყოფილიყო ამნისტიის კანონში, რაზეც მოლაპარკების პერიოდში პოზიციას ვაფიქსირებდით“,- განაცხადა დეკანოიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი