არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს

24 Apr 2021 17:43

არჩილ თალაკვაძე ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.


არჩილ თალაკვაძე, როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მათ შორის, საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გააგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას“,-აცხადებს კობახიძე.


ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.




კომენტარები:

ფართი შოპი