„ვინმე თუ ამიხსნის და დამისაბუთებს, გენიოსად ვაღიარებ…“ – ნიკა გვარამია

24 Apr 2021 19:00

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„ვინმე თუ ამიხსნის და დამისაბუთებს, როცა ქვეყანაში პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე გადადგება, ვადამდელი არჩევნები როგორ არ უნდა იყოს, მადლობელი ვიქნები და გენიოსად ვაღიარებ“, – წერს გვარამია.


ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დღეს დატოვა. მის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ კახა კუჭავა წარადგინა.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი