„რატომ გადადგა თალაკვაძე და რატომ კუჭავა?“ – ირაკლი ლატარია

24 Apr 2021 19:06

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლატარია, არჩილ თალაკვაძის მიერ თანამდებობის დატოვებას, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:


„რატომ გადადგა და რატომ კუჭავა? მოკლედ შევეცდები ავხსნა (ჩემი აზრით).ამდენი თვეა ვუყურებთ ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურ კრიზისს, ამდენი თვეა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამდენი თვეა ამ მოლაპარაკებაში ჩართულია პირადად თალაკვაძე, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა პირდაპირი პოზიციებით. მოლაპარაკება დამთავრდა, პარლამენტი არის მრავალპარტიული და უკვე შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი ამოწურულია და ახლა ყველა გადადის სამუშაო და რაც მთავარია ახალ მიდგომებზე, რომელსაც აუცილებლად დასჭირდება პარლამენტის ახალი მართვაც, რომელიც ბევრად ნეიტრალური იქნებოდა ვიდრე – ნებისმიერი, მოლაპარაკებაში უშუალოდ ჩართული ადამიანი და რაც მთავარია, ახალი სპიკერი უკვე დროა იყოს გამაერთიანებელიც!

ვთვლი, რომ ბევრი კარგი რამის მომსწრენი გავხდებით ნელ – ნელა და პარტიის გადაწყვეტილებაც არის დროული და საკმაოდ პრაგმატული.კუჭავას ვინც იცნობს ყველა დამეთანხმება, რომ არის ძალიან განათლებული, ჭკვიანი, ევროპასა და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით გამოცდილი, გაწონასწორებული და რაც მთავარია (როგორც უკვე ავღნიშნე), ნეიტრალური პოლიტიკოსი!!!წარმატებები ჩემს ქვეყანას, უკვე ახალ გამოწვევებში“.


ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმკდომარის პოსტი დღეს დატოვა, მის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ კახა კუჭავა წარადგინა.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი