"ჟურნალისტს, ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების საშუალება არ ეძლევა" - არასამთავრობოები ვახო სანაიაზე

24 Apr 2021 20:37

ჟურ­ნა­ლისტს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უსაფრ­თხო ცხოვ­რე­ბა არ აქვს და საქ­მი­ა­ნო­ბის უსაფრ­თხოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვა. ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, - ასე აფა­სე­ბენ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძი­სა და რე­ჟი­სორ გოგა ხან­დრა­ვას მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს.


რო­გორც "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ალე­კო ცქი­ტიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ნამ­დვი­ლად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რო­გორც "უც­ნო­ბის“, ისე გოგა ხა­ნიდ­რა­ვას მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი.


"საქ­მე ეხე­ბა ჟურ­ნა­ლისტზე ძა­ლა­დო­ბა­სა და თავ­დას­ხმას. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფოს აკის­რია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ ასე­თი საქ­მე­ე­ბი სწრა­ფად იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, პა­სუ­ხის­მგე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი პი­რე­ბი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის­გან არ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. გა­საკ­ვი­რია გოგა ხა­ნიდ­რა­ვას­გან ასე­თი გან­ცხა­დე­ბა, თვი­თო­ნაც გარ­კვე­ულ­წი­ლად ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნია, პო­ლი­ტი­კო­სი და სა­ჯა­რო პი­რია, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბებ­საც აქვს წონა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. შე­საძ­ლოა მისი მხრი­დან ასე­თი მო­წო­დე­ბე­ბი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლიც იყოს ჟურ­ნა­ლისტზე შემ­დგო­მი თავ­დას­ხმე­ბის“, - აცხა­დებს ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი.


"საია-ს“ ხელ­მძღვა­ნე­ლის ნი­კო­ლოზ სი­მო­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, ძა­ლა­დო­ბის წამ­ხა­ლი­სე­ბე­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა, მო­წო­დე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.


„და­უშ­ვე­ბე­ლია სი­ძულ­ვი­ლის ენის გა­მო­ყე­ნე­ბა. ჩვენ, სამ­წუ­ხა­როდ, ვხე­დავ­დით იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან კეთ­დე­ბო­და ასე­თი გან­ცახ­დე­ბე­ბი. ასე­თი გან­ცხა­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან იქ­ნე­ბა, მხარ­დამ­ჭე­რე­ბის თუ ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან, რა თქმა უნდა, მი­უ­ღე­ბე­ლია. და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ ჟურ­ნა­ლისტზე თუ სხვა ადა­მი­ან­ზე წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი იყოს ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით ძა­ლა­დო­ბა“, - აცხა­დებს ნი­კო­ლოზ სი­მო­ნიშ­ვი­ლი.


"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მი­იჩ­ნევს, რომ ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს, იმი­სათ­ვის, რომ „და­ა­ნა­ხონ სხვებ­საც, ვინც იქ­ნე­ბი­ან კრი­ტი­კუ­ლე­ბი, შე­საძ­ლოა მა­თაც ეს და­ე­მარ­თოთ“.


"ვხე­დავთ, რომ კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ამ ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბა უკვე სა­ში­შია. ისი­ნი და­ცუ­ლე­ბი არ არი­ან. ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხედ­ვათ ბევრ შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც მათ თავს ეს­ხმი­ან. ვახო სა­ნა­ი­ას სა­კი­თხი სა­ერ­თოდ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა“, - აცხა­დებს ეკა გი­გა­უ­რი.


 


კომენტარები:

ფართი შოპი