რა ვიცით საქართველოს პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეზე – მეუღლე, შვილები და ოჯახური გარემო

24 Apr 2021 23:38

მალე საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის პოზიციას კახა კუჭავა დაიკავებს. რაც ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი, საზოგადოებაში პოლიტიკოსის ირგვლივ ინტერესი გაიზარდა. ამჯერად, “აპოლიტიკურ” კახა კუჭავას ინტერვიუდან ამონარიდს გთავაზობთ, სადაც ის მეუღლეზე საუბრობს.

 

კახა კუჭავას მეუღლე ელიზავეტა იგივე ლიზა ოსმანინაა, წყვილს სამი შვილი ჰყავს: 12 წლის ელენე, 9 წლის ნიკოლიზი და 5 წლის ანა. 2 თვის წინ, გადაცემა “სთორიში” კახა კუჭავამ მისი და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორია გაიხსენა. ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როცა პირველად ნახა, თუმცა მალევე მივლინებაში წავიდა და მასთან განშორება მოუწია. მასთან განშორებამ კი მისი კიდევ ნახვის იმედი დაუტოვა.

 

“ლიზა 2007 წელს გავიცანი, წარმოშობით რუსია, გავიცანი ზაფხულში, ერთადერთხელ ვნახე, ერთ საღამოს, მამამისი საქართველოშია გაზრდილი, სკოლა აქ აქვს დამთავრებული, ძალიან ახლოს არის საქართელოსთან. საქართელოში გავიცანით ერთმანეთი და შემდეგ მე მომიწია მივლინებაში წასვლა, დამრჩა უკმაყოფილების გრძნობა და თითქოს რაღაც იმედი, რომ ხვალ და ზეგ ისევ ვნახავდი”, – ამბობდა კუჭავა.

 

კახას იმედები გამართლდა და როგორც თავად ამბობს, დაახლოებით ერთ წელში მომავალი მეუღლე ისევ ნახა, ოღონდ ამჯერად მეგობრის ქორწილში.

 

“დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჩემმა მეგობარმა მისი დაქალი მოიყვანა ცოლად და ისე დაემთხვა, რომ მე ვიყავი ამ ქორწილში თამადა. ყველაფერი კარგად წავიდა და მახოვს გავეხუმრე კიდეც, შენ მალე ჩემი ცოლი გახდები-მეთქი. გაეცინა, მაგრამ საბოლოო ჯამში 6 თვეში ჩემი მეუღლე გახდა”, – ამბობდა კახა კუჭავა.

 

პოლიტიკოსის მეუღლე ცნობილი ბლოგერია, ის თბილისის პოპულარიზაციით არის დაკავებული. ლიზა Instagram-ზე გა­მომ­წე­რებისთვის ოჯა­ხის შე­სა­ხე­ბაც ხში­რად წერს. რამდენიმე დღის წინ ბლოგერი ვალენტინობაზე, ქალთა საერთაშორისო დღესა და წითელ არმიელთა დღეზე წერდა და აღნიშნავდა, რომ წყვილი ამ კონკრეტულ დღეებს არ ცნობს.

 

„მე და ჩემი მე­უღ­ლე არა­სო­დეს აღ­ვნიშ­ნავთ ვა­ლენ­ტი­ნო­ბას, 23 თე­ბერ­ვალს და 8 მარტს. ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი თა­რი­ღე­ბი: 16 თე­ბერ­ვა­ლი, რო­დე­საც ხელი მო­ვა­წე­რეთ სიღ­ნაღ­ში და 26 აპ­რი­ლი, რო­დე­საც მცხე­თა­ში, ჯვრის ტა­ძარ­ში ჯვრის­წე­რა გვქონ­და.

 

ჩვენ უკვე 14 წე­ლია, რაც ერ­თად ვართ, 13 წე­ლია ცოლ-ქმა­რი ვართ. რო­დე­საც ვამ­ბობ, რომ არ ვჩხუ­ბობთ, ყვე­ლას უკ­ვირს, მაგ­რამ, უთან­ხმო­ე­ბა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად გვაქვს – ად­ვი­ლად ვუთ­მობთ ერთმანეთს. ამა­ვე დროს, ქმა­რი ოჯა­ხის უფ­რო­სია და ბევრ სა­კი­თხში ვუს­მენ მას. ქმა­რი ან­თებს ცე­ცხლს, ცოლი კი მხარს უჭერს მას – ეს ეხე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბას. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და ერ­თმა­ნე­თის მი­ღე­ბაა.

 

ჩვენ ერ­თმა­ნეთს არ ვა­კონ­ტრო­ლებთ, არ ვცდი­ლობთ ერ­თმა­ნე­თის გა­და­კე­თე­ბას, თუმ­ცა მე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ შე­ვიც­ვა­ლე. მახ­სოვს, რო­დე­საც ახა­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, არა­ფე­რი მეს­მო­და ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ და შეც­დო­მებს ვუშ­ვებ­დი, მაგ­რამ ჩემი მე­უღ­ლე მოთ­მი­ნე­ბით მიხ­სნი­და და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს არ იყო მი­ღე­ბუ­ლი.

 

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, რა თქმა უნდა, ვის­წავ­ლე და ახლა ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი მაქვს. ჩემი მე­უღ­ლე ბევ­რს მუ­შა­ობს, მას უფრო ხში­რად ვხე­დავ ტე­ლე­ვი­ზორ­ში, ვიდ­რე სახ­ლში. მაგ­რამ ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ მი­სით და ვიცი, რომ ის ამ ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის გუ­ლის­თვის აკე­თებს…“ – წერს ლიზა.

 

primetime.ge



 

 

 



კომენტარები:

ფართი შოპი