ზურაბ ჯაფარიძე არჩილ თალაკვაძეზე - ვაშაძემ ჰალსტუხი „აახია“ და კუჭავამ თანამდებობა

24 Apr 2021 23:50

“ვაშაძემ ჰალსტუხი „აახია“ და კუჭავამ თანამდებობა“, - ასე ეხმაურება პარტია “გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, არჩილ თალაკვაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას.


„კინაღამ  ჰალსტუხი  მოვახიე  არჩილ თალაკვაძეს და კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.


ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. 

"ქართულმა ოცნებამ" სპიკერის პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა, თავად არჩილ თალაკვაძე კი ვიცე-სპიკერის პოსტზე გადაინაცვლებს.





კომენტარები:

ფართი შოპი