საქართველო ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანაა

25 Apr 2021 10:23

მექსიკაში, ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსითaa წარდგენილი. ფესტივალი მექსიკაში წელს უკვე მეათედ იმართება. პანდემიის გამო ღონისძიება ონლაინფორმატში მიმდინარეობს.


მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფესტივალის ფარგლებში ვირტუალურად უკვე მოეწყო ბადრი ვადაჭკორიას ორი გამოფენა: „ათასფერი საქართველო“ და „წარსული, აწმყო და მომავალი“.


25 აპრილის პროგრამა წარმატებულ ქართველ კინემატოგრაფისტებს – ნინო კირთაძესა და დეა კულუმბეგაშვილს დაეთმობა. ნინო კირთაძე წაიკითხავს ონლაინ ლექციას თემაზე „ზღვარი დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს შორის“, ხოლო დეა კულუმბეგაშვილი ისაუბრებს თემაზე „ქართული კინო“.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი