"გამოვიჩინოთ სულიერი სიფხიზლე" - ჭყონდიდის ეპარქია მრევლს შესაძლო პროვოკაციებზე აფრთხილებს

25 Apr 2021 10:30

ჭყონდიდის ეპარქია მრევლს ბზობას ულოცავს, ხვალიდენლ წირვაზე შესაძლო პროვოკაციებზე აფრთხილებს და "წინდახედულობისკენ" მოუწოდებს. განცხადება ეპარქიის Facebook-გვერდზე ვრცელდება:

ყველას გილოცავთ მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულს!

ხვალ, ჭყონდიდის ეპარქიაში, სოფელ სალხინოში, მრავალ მომლოცველს ველოდებით. ბოლო დღეებში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, მცირე მიზეზიც კი შესაძლოა რაიმე პროვოკაციის საბაბად იქცეს და გვინდა ერთგვარი წინდახედულობისკენ და ქრისტიანული სიბრძნის გამოჩენისაკენ მოგიწოდოთ.

პატივისცემითა და სიყვარულით მოგმართავთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სულიერი სიფხიზლე, რომ რაიმე შემთხვევითობამ, ან პროვოკაციამ ჩრდილი არ მიაყენოს ამ დიდ დღესასწაულს და ერთად, ღირსეულად, სიმშვიდით და ზეიმით აღვნიშნოთ იერუსალიმში დიდებით შესვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, - წერს ჭყონდიდის ეპარქია. 


მთავარი არხი



კომენტარები:

ფართი შოპი