კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია, არამედ სასარგებლო პროდუქტიცაა. ის შეიცავს ნახშირწყლებს, ფრუქტოზასა და გლუკოზას, ასევე ბევრ უჯრედისს. 300 გრამი კარტოფილი შეიცავს ვიტამინის დღეღამური ნორმის ნახევარს. ის სასარგებლოა არაერთი პრობლემის სამკურნალოდ.
ართრიტის დროს ჭამის წინ ნახევარი ჩაის კოვზი კარტოფილის წვენის დალევა სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ – გარეცხილი კარტოფილი ხარშეთ 5 წუთი, გადაწურეთ, გააგრილეთ და დალიეთ. ანთებისა და ტკივილის შესამცირებლად მიიღეთ დღეში 4-ჯერ.
თუ თვალის შეშუპების შემცირება გინდათ, დაიდეთ უმი კარტოფილის რგოლები ქუთუთოებზე რამდენიმე წუთით.
თუ კუჭის აშლილობა, წყლული ან გასტრიტი გაწუხებთ, მდგომარეობა შეგიმსუბუქდებათ, თუ კარტოფილის წვენს დალევთ.
თუ ქოლესტერინის დონე მაღალი გაქვთ – ამ პრობლემის მოსაგვარებლად სასარგებლოა უმი კარტოფილის წვენი, რომელიც ანტიოქსიდანტებს შეიცავს. მისი დალევით ქოლესტერინის დონის შემცირებას შეძლებთ.
სურავანდი – კარტოფილის წვენი მდიდარია C ვიტამინით, ის ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურავანდის დაავადების შემდეგ აღდგენა სჭირდება.
თუ თავის ტკივილი გაწუხებთ, კარტოფილის რამდენიმე ნაჭერი შუბლზე დაიდეთ და თავის ტკივილი გაქრება. განმეორებითი ან ქრონიკული თავის ტკივილის შემთხვევაში დალიეთ მეოთხედი ფინჯნის ოდენობით ცხელი კარტოფილის წვენი ყოველი ჭამის წინ.
გახეხილი უმი კარტოფილის ნიღბები კანის დატენიანებისთვის დაგეხმარებათ და მას მკვებავი ნივთიერებებით უზრუნველყოფს.
დაზიანებებისთვის – წვრილად გახეხილი უმი კარტოფილი შეახვიეთ რამდენიმე ფენა მარლაში და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე. გაიჩერეთ ორი საათი და შემდეგ ფრთხილად მოიხსენით.
შეშუპება და ქავილი – გაღიზიანებული კანის სამკურნალოდ უმი კარტოფილის ნაჭრები დაიდეთ დაზიანებულ ადგილებზე. ეს ხერხი დაგეხმარებათ მწერის ნაკბენისა და დერმატიტის დროსაც.
ღვიძლის პრობლემები – ამ პრობლემის მოსაგვარებლად, კარტოფილის ნათალს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, მოხარშეთ, გადაწურეთ, გააგრილეთ და ნახარში დალიეთ. ყოველდღე ამ ნახარშის მიღება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
არსებობს ვარაუდი, რომ ზემოთ მოცემულ უპირატესობებთან ერთად უმი კარტოფილი ზოგიერთი სახეობის სიმსივნეს ებრძვის. სჯობს კარტოფილის წვენი თავად მოამზადოთ. ეს ძალიან მარტივია – უბრალოდ უმი კარტოფილი წვენსაწური აპარატით გაწურეთ.
ასე რომ, არა მხოლოდ მომზადებული კარტოფილის ჭამა, არამედ მისი წვენის დალევაც სასარგებლოა. რა თქმა უნდა, ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ საშუალება შესანიშნავად მოქმედებს.
გახსოვდეთ, რომ კარტოფილით მკურნალობის დროს მენიუდან უნდა ამოიღოთ ხორცი და თევზი.
ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში კარტოფილის წვენი ტრადიციულ მკურნალობას ვერ ჩაანაცვლებს. ამიტომ, სანამ მითითებული რეცეპტების გამოყენებას დაიწყებთ, აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან გაიაროთ.
თბილისელები