ბერძნული სააღდგომო პური მოხარშული კვერცხებით, რომელიც აღდგომის სუფრაზე უნდა იყოს

25 Apr 2021 11:54

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 2 1/2 ჭიქა
  • შაქარი - 1/4 ჭიქა
  • მარილი - 1 სკ
  • საფუარი - 1 შეკვრა
  • რძე - 2/3 ჭიქა
  • კარაქი - 4 სკ
  • კვერცხი - 2 ცმომზადების წესები

დიდ ჯამში მოათავსეთ 1 ჭიქა ფქვილი, შაქარი, მარილი და საფუარი.


ქვაბში გაათბეთ რძე და გაადნეთ 2 სკ კარაქი. შეურიეთ რძე და კარაქი მშრალ ინგრედიენტებს და კარგად ამოურიეთ. დაუმატეთ ორი კვერცხი და დანარჩენი ფქვილი ნელ-ნელა. მოზელილი ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ჯამში, გადააფარეთ ნაჭერი და დააყოვნეთ თბილ ადგილას 1 საათით.


ცომი ერთხელ კიდევ ჩაზილეთ. გაყავით 2 ნაწილად და 10 წუთით დააყოვნეთ. ორივე გუნდა 10 სმ სიგრძესა და 4 სმ სისქეზე გააბრტყელეთ (ჯოხის მაგვარი ფორმა უნდა მიიღოთ). 


მიღებული ცომი ერთმანეთზე გადაახვიეთ და რგოლად შეკარით. გადახვევის ადგილებში კვერცხები მოათავსეთ, თავზე ჩაის ტილო გადააფარეთ და დააყოვნეთ თბილ ადგილას 30-45 წუთით. ცომს გადაუსვით 2სკ დამდნარი კარაქი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით, 30 წუთით.

გემრიელად მიირთვით!


გემრიელია





კომენტარები:

ფართი შოპი