სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში დაპირისპირება იყო

25 Apr 2021 12:22

მარტვილში, სოფელ სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.


სიტუაცია მეუფე სტეფანესა და დასჯილი სასულიერო პირების მხარდამჭერებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარის ეზოში ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა.


დაპირისპირებული მხარე კეკუტიას მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებდა. სწორედ მას უკავშირებენ ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებას.


სასულიერო პირების მხარდამჭერების განცხადებით, ვიდე ბიზნესმენი კაკუტია ტაძარს არ დატოვებს, ისინი მეუფე სტეფანეს ტაძარში არ შეუშვებენ.


ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.


ipn.ge




კომენტარები:

ფართი შოპი