სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა

25 Apr 2021 12:35

მარტვილში, სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის შესასვლელთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.


მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა.


მანამდე, სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია მეუფე სტეფანესა და დასჯილი სასულიერო პირების მხარდამჭერებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარის ეზოში ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. დაპირისპირებული მხარე კეკუტიას მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებდა. სწორედ მას უკავშირებენ ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებას.


ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი