როგორ უნდა აღნიშნოს ქრისტიანმა ბზობის დღესასწაული

25 Apr 2021 12:49

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს იე­რუ­სა­ლიმ­ში მა­ცხოვ­რის დი­დე­ბით შეს­ვლას, ბზო­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა.


დიდ­მარ­ხვის მე­ექ­ვსე კვი­რა დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მა­ცხოვ­რის იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლას ზე­ი­მობს, რა­საც ქრის­ტი­ა­ნე­ბი ბა­ი­ა­ო­ბას, ანუ ბზო­ბას უწო­დე­ბენ. იგი ათორ­მეტ­თა­გან რი­გით პირ­ვე­ლი მოძ­რა­ვი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის წინა კვი­რა დღეს აღი­ნიშ­ნე­ბა.


დიდ­მარ­ხვა წელს 19 თე­ბერ­ვალს და­ი­წყო და 8 აპ­რილს, უფ­ლის აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე დას­რულ­დე­ბა.


ბზო­ბას ქრის­ტი­ა­ნე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლად მი­დი­ან ეკ­ლე­სი­ა­ში, ეს­წრე­ბი­ან წირ­ვა-ლოც­ვას და ბზას აკურ­თხე­ბენ. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­ლში შე­ნა­ხუ­ლი ბზა ამ დღეს სახ­ლი­დან გა­მო­აქვთ, ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტო­ვე­ბენ, ან "სუფ­თა" ად­გილ­ზე წვა­ვენ.


ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ხა­რულ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ დღეს მა­ცხო­ვა­რი იე­რუ­სა­ლიმ­ში შებ­რძან­და და ხალ­ხი მას მი­ე­გე­ბა, რო­გორც გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელს, მხსნელს და მე­უ­ფეს. გზა­ზე უფენ­დნენ პალ­მის, ბზის რტო­ებს, ბევ­რი სა­კუ­თარ სა­მოს­საც უფენ­და, ოვა­ცი­ე­ბი­თა და შე­ძა­ხი­ლე­ბით ეგე­ბე­ბოდ­ნენ.


ბზო­ბას ადა­მი­ა­ნე­ბი კი­დევ ერთხელ ეზი­ა­რე­ბი­ან უფ­ლის სი­ხა­რულს და იმავდრო­უ­ლად, გარ­კვე­ულ­წი­ლად სი­ნა­ნულ­საც გა­მო­ხა­ტა­ვენ. იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შე­სულ მა­ცხო­ვარს, ერთ კვი­რა­ში სწო­რედ იმ ხალ­ხმა უღა­ლა­ტა, რომ­ლე­ბიც მას ასე­თი სი­ხა­რუ­ლით შე­ე­გებ­ნენ.


როცა მა­ცხო­ვა­რი შე­ვი­და იე­რუ­სა­ლიმ­ში, ჩვი­ლე­ბიც, რომ­ლებ­საც ჯერ მე­ტყვე­ლე­ბა არ შე­ეძ­ლოთ, ღა­ღა­დებ­დნენ: "ოსა­ნა, ძესა ღვთი­სა­სა, დი­დე­ბა მე­უ­ფეს ის­რა­ე­ლი­სას!" ფა­რი­სევ­ლე­ბი კი ამ დროს მა­ცხო­ვარს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ: უთხა­რი ამათ, რომ და­დუმ­დნენ, ქე­ბის სი­ტყვე­ბი არ თქვა­ნო. მა­ცხო­ვა­რი კი პა­სუ­ხობ­და: ესე­ნი შე­იძ­ლე­ბა და­დუმ­დნენ, მაგ­რამ მათ მა­გივ­რად ქვე­ბი და­ი­წყე­ბენ ღა­ღადსო.


ბზო­ბა მხო­ლოდ ნა­კურ­თხი ბზის სახ­ლში წა­ღე­ბა არ არის, ადა­მი­ან­მა უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს მთა­ვა­რი არსი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ამ დღე­სას­წა­უ­ლი­სა.


ამ დღეს იკი­თხე­ბა ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის ტრო­პარ-კონ­და­კი


ტრო­პა­რი: ყო­ველ­სა აღ­დგო­მა­სა პირ­ველ ვნე­ბი­სა შე­ნი­სა­სა მო­ას­წა­ვებ­დი, ამის­თვის­ცა მე­გო­ბა­რი შენი ლა­ზა­რე მკუდ­რე­თით აღად­გი­ნე, ქრის­ტე ღმერ­თო, რომ­ლი­სათ­ვის ჩუ­ენ­ცა, ვი­თარ­ცა შვილ­ნი ებ­რა­ელ­თა­ნი, შევ­წი­რავთ შენ­და ძლე­ვი­სა გა­ლო­ბა­სა, რო­მელ­მან დას­თრგუ­ნე სი­კუ­დი­ლი: ოსა­ნა მა­ღალ­თა შინა, კურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თა.


დაფ­ლულ­ნი შენ თანა ნათ­ლის­ღე­ბი­თა, ქრის­ტე ღმერ­თო ჩუ­ე­ნო, უკ­ვდავ­სა ცხოვ­რე­ბა­სა ღირს ვიქ­მნე­ნით აღ­დგო­მი­თა შე­ნი­თა და სი­ხა­რუ­ლით ეს­რეთ ვღა­ღა­დებთ: ოსა­ნა მა­ღალ­თა შინა, კურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თა.


კონ­და­კი: ზე­ცა­თა შინა საყ­დარ­თა, კი­ცუ­სა ქუ­ე­ყა­ნა­სა ზედა მჯდო­მა­რე­მან, ქრის­ტე ღმერ­თო ჩუ­ე­ნო, ან­გე­ლოზ­თა ქე­ბაი დღეს და ყრმა­თა გა­ლო­ბაი ზო­გად შე­ი­წი­რე, რო­მელ­ნი გა­ლობ­დეს: კურ­თხე­ულ ხარ, რო­მე­ლი მო­ხუ­ედ ცხო­რე­ბად და გა­ნახ­ლე­ბად, მხსნე­ლო ადა­მი­სო, ვი­თარ­ცა კაცთ-მო­ყუ­ა­რე ხარ.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი