1955 წლის შემდეგ პირველად, ინდოეთში ქალს სიკვდილით დასჯიან

25 Apr 2021 14:58

ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატში, ქალს, რომელმაც საკუთარი ოჯახის 7 წევრი მოკლა, სიკვდილით დასჯიან, - ამის შესახებ CNN- წერს.


შაბნამ ალი 8 კვირის ორსული იყო, როცა თავისი ორი ძმა, რძალი, 14 წლის ბიძაშვილი, ჩვილი ძმისშვილი და მათი მშობლები დახოცა. შემთხვევა 2008 წლის 15 აპრილს მოხდა, თუმცა განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.


მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც ამ დრომდე არ უღიარებია დანაშაული, არის პატრიარქალური საზოგადოებისა და სისტემის მსხვერპლი.


ქალის შვილი უკვე 12 წლისაა. ამ დროის განმავლობაში, ის საპატიმროში იზრდებოდა.


შაბნამ ალი 22 წლის იყო, როცა ოჯახის წევრები დახოცა. არსებული ინფორმაციით, ის თანასოფლელი ბიჭისგან იყო ორსულად. როგორც CNN-ი წერს ის სკოლის მასწავლებელი, განათლებული გოგო იყო, რომელიც 24 წლის ბიჭისგან დაორსულდა. ოჯახს ღარიბი და უმუშევარი ბიჭი სიძედ არ უნდოდა, რაც, საბოლოოდ, ტრაგედიის მიზეზი გახდა.


imedinews.ge 





 


კომენტარები:

ფართი შოპი