ანა ნაცვლიშვილი - ამოცანაა შეთანხმების შესრულება, მაგრამ რაზეც შევთანხმდებით ვერ და არ იქნება ისეთი შინაარსის, რომელიც დაზარალებულების ღირსებას და უფლებებს გადააბიჯებს

25 Apr 2021 16:42

ჩვენი ამოცანა არის შეთანხმების შესრულება, მაგრამ ის, რაზეც შევთანხმდებით ვერ და არ იქნება ისეთი შინაარსის, რომელიც გადააბიჯებს დაზარალებულების ღირსებას და უფლებებს, ეს მიუღებელია და პარლამენტს ამის უფლება არ აქვს , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი განმარტებით, ამნისტია ვერ გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს ადამიანებს თვალები დათხარეს.


„ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობის საკითხია, რომ ის ადამიანები, ვინც დაასახიჩრა და ძალიან დიდი ტრავმა მიაყენა 20 ივნისის აქციის მონაწილეობს და რომელთა მოქმედებებიც არის როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და საერთაშორისო სამართლით აკრძალული, მათზე საერთოდ გავრცელდეს ამნისტია. მათზე ამნისტია ვერ გავრცელდება. ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, რაც კიდევ უფრო დამატებით ახდენს დაზარალებულების ტრავმირებას. დეზინფორმაციის გავრცელებას ყველა უნდა მოვერიდოთ. ადამიანებმა, რომლებმაც თვალები დათხარეს აქციის მონაწილეებს, მათზე ვერანაირი ამნისტია ვერ გავრცელდება, უფრო მეტიც, ამ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა დაადგეს სამართლის უნეზაესობის გზას, აქეთკენ უნდა ვიაროთ. როცა ასეთი ქვეყანა გვექნება, დღევანდელი ვითარებიდან განსხვავებით, როდესაც 2 წელია გასული და ფაქტობრივად დაზარალებულებთან მიმართებით მართლმსაჯულება არ აღსრულებულა, როდესაც ნორმალური პროკურატურა და სასამართლო გვეყოლება,მართლსაჯულება აღსრულდება. მანამდე თვალდამთხრელების ამნისტირებას არავინ აპირებს, ეს არის ტყუილი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი