რუსმა ოკუპანტებმა მიწა კიდევ მიიტაცეს - ისინი თამარაშენი-ღოღეთის გასაყართან გამოჩნდნენ

25 Apr 2021 17:35

ქარელის მუნიციპალიტეტში, თამარაშენი-ღოღეთის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.

ტახტისძირის მსგავსად, მათ საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

უწყების ცნობით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე გამოჩნდნენ.


რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი