ტელეჟურნალისტი ეკა მიშველიძე სოციალურ ქსელში ქალიშვილის, მაკო კვიტაშვილის ფოტოებს აქვეყნებს და წერს: "მალე ბებია გავხდები".
თავის მხრივ, მაკომაც გამოაქვეყნა საკუთარი აუდიტორიისთვის სურათები. როგორც ჩანს, ულამაზესმა ორსულომა თემატური ფოტოსესია მოიწყო.
მან ორსულობას სტატუსიც მიუძღვნა:
„ვიცი, რომ ყველას თავისი აზრი აქვს ორსულობის შესახებ.ზოგს ცუდად ახსენდება ის ცხრათვიანი პროცესი სხვადასხვა მიზეზის გამო,ზოგს კი ჩემსავით ჰარმონიული ორსულობა აქვს. დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს პერიოდი ჩემთვის ყველაზე ლამაზი და საინტერესო გამოცდილებაა“.

დედა-შვილმა უამრავი დადებითი შეფასება და მილოცვები მიიღეს საზოგადოებისგან.

ცნობისთვის, მაკო კვიტაშვილის რჩეული თორნიკე გაგუაა. მომღერლის თქმით, საქმრომ ხელი საკუთარ დაბადების დღეზე სთხოვა.

"როგორც დედაჩემმა და ბუკამ იპოვეს ერთმანეთი, ვფიქრობ, მეც ისევე მივაგენი ჩემს სიყვარულს" - აღნიშნა მაკომ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.
მარაო