ანრი ოხანაშვილი ამნისტიაზე - ჩვენი პოზიციაა, რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, შევთანხმდით კიდეც და ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს

25 Apr 2021 19:43

კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისივე თქმით, კონვენციურ მუხლებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტი დაცული იქნება.


„ქართული ოცნების“ მზაობა როგორიც იყო მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომ მიღწეულიყო შეთანხმება. ჩვენ მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას ევროკავშირის ეგიდით და არ მივეცით არც ერთ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფს იმის შესაძლებლობა, რომ ჩაშლილიყო შეთანხმება, რისი სურვილიც მათ ჰქონდათ. ჩვენ ამავე სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას.


დღეს იყო საქმიანი შეხვედრა იმისთვის, რომ ხელმოწერა, რაზეც ჩვენ ყველამ განვახორციელეთ, დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება და პასუხისმგებლობა შესრულდეს.


„ქართული ოცნება“ რჩება შეთანხმების ერთგული, იმ ხელმოწერის რა ხელმოწერაც ჩვენ განვახორციელეთ, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის, როგორც შეთანხმებაშია ჩადებული, ყველა პირზე და ყველა სამართალდარღვევაზე გავრცელებას.


თუ თქვენ იკითხავთ, რომ კონვენციურ მუხლებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტი იქნება თუ არა დაცული?! რა თქმა უნდა, ამაზე ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიციაა, რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც და ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს - ეს არის ჩვენი სულისკვეთება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი