ბადრი ჯაფარიძე - ამნისტია კონკრეტულ მუხლებზე გავრცელდება, ასევე ვინც არ იქნება თანახმა ამნისტია შეეხოს, შეუძლია, სასამართლოში გაასაჩივროს

25 Apr 2021 19:50

ამნისტია ვერ გავრცელდება ისეთ მუხლებზე, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ზიანის მიყენებას შეეხება - პროპაგანდა, რომ ამნისტია ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც დანაშაული ჩაიდინა,მათ შორის, ვინც ზიანი მიაყენა მაკო გომურს, ტყუილია! - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე ვრცელდება გარკვეული სახის პროპაგანდა, რათა პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს.


„ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ამნისტია ვერ გავრცელდება ისეთ მუხლებზე, რომელის ჯანმრთლობის განზრახ ზიანის მიყენებას, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ უკანონო ბრძანების გაცემას შეეხება - ამაზე ამნისტია ვერ გავრცელდება! ეს პოზიცია, „ქართულ ოცნებას“ გავაცანით.


ის პროპაგანდა, რომ ამნისტია ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც დანაშაული ჩაიდინა მათ შორის, ვინც ზიანი მიაყენა მაკო გომურს, ტყუილია! ეს ემსახურება იმას, რომ დისკრედიტაცია მოხდეს ამ პროცესის, ეს არ მოხდება არანაირად. ამნისტია კონკრეტულ მუხლებზე გავრცელდება. ასევე, ვინც არ იქნება თანახმა ამნისტია შეეხოს შეუძლია, სასამართლოში გაასაჩივროს.


მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიცია, დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს, რომ კონვენციური დანაშაულების მიმართებაში მათი პოზიციაა, რომ არ უნდა გავრცელდეს იმ დანაშაულზე, რომლებსაც კონვენციები კრძალავს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი