დავეხმაროთ გადაღლილ თვალებს

25 Apr 2021 20:21

????მძიმე სამუშაო დღის შემდეგ გადაღლილი თვალებისთვის ძალიან კარგია ჩაის ცივ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები, რომლებიც მჭიდროდ უნდა გაიკრათ ნაჭრით და 15-20 წუთის განმავლობაში გაიჩეროთ.

????გადაღლილ თვალებს შვებას მოჰგვრით უმარტივესი ვარჯიშით. დააწექით შუა და საჩვენებებლი თითით ქუთუთოებს, მანამ, სანამ ყვითელი წრეები არ წარმოიქმნება და შემდეგ ერთბაშად აუშვით. გაიმეორეთ ეს მოძრაობა სამჯერ.
????დაღლილობის მოსახსნელად თვალის კაკლები რამდენჯერმე სხვადასხვა მხარეს ატრიალეთ – მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ. ამოძრავეთ მხოლოდ თვალები, თავი კი უძრავად გქონდეთ.
????მხედველობის გაუარესების შემთხვევაში, ამოიბანეთ თვალები ცივი წყლით ან მარილშეზავებული ცივი წყლით.
თუ თვალები ძალიან გადაგეღალათ, დახატეთ მინაზე წერტილი და მისგან 30 სანტიმეტრის დაშორებით ხან მას უცქირეთ, ხან – რომელიმე შორეულ საგანს.
????გადაღლილობის მოსახსნელად იყურეთ ფანჯარაში, მორიგეობით გაიხედეთ ფანჯრის ყველა კუთხეში. თუ ფანჯრიდან მწვანე ხედი იშლება, მისთვის ცქერა ძალიან კარგი საშუალებაა თქვენი თვალების დასამშვიდებლად.
????შეწითლებული ქუთუთოების სამკურნალოდ და თვალების ელვარების აღსადგენად მიმართეთ შემდეგ ხერხს:


10 გრამი ღიღილოს ხმელი ყვავილი ჩაყარეთ 200 გრამ მდუღარე წყალში და 2 საათით გააჩერეთ. მიღებულ ნაყენში დასველებული დოლბანდით გაიკეთეთ საფენები თვალებზე და შედეგს თავად ნახავთ.

????შესიებულ და დაწითლებულ თვალებს ცივი კოვზებიც შველის, რადგან ცივი მეტალის დადება თვალის გარეშემო სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს, რაც დაღლილობის შეგრძნებას მოგიხსნით და შვებას მოგგვრით.
????ასევე, კარგი საშუალებაა ცივი რძე. ის ხელს უწყობს სისხლძარღვების შევიწროებას და ამცირებს შეშუპებას, ამასთან, არბილებს მშრალ, გაღიზიანებულ კანს. რძის ცხიმი კარგად შეიწოვება თვალის გარშემო კანში. სასურველი შედეგის მისაღწევად ცივი რძე ბამბის ტამპონების წრიული მოძრაობით შეიზილეთ თვალის გარშემო, სანამ კანი კარგად არ შეიწოვს.
????ალბათ, ყველას გსმენიათ კიტრის რგოლების სასარგებლო თვისებების შესახებ. ის კარგი დამამშვიდებელია თვალის დაღლილობისა და შეშუპების დასაცხრომათ, რადგან კიტრი შეიცავს C ვიტამინს და კოფეინის მჟავას, რომელიც ძალიან გვეხმარება. დაიდეთ კიტრის რგოლები 10-15 წუთის განმავლობაში თვალებზე და მისი მოშორების შემდეგ გრილი წყლით დაიბანეთ თვალები.
????ძალიან კარგი საშუალებაა ასევე კვერცხის ცილაც. ის ჭიმავს კანს და მოქმედებს, როგორც გამაახალგაზრდავებელი საშუალება. შეიცავს დიდი რაოდენობით B2 ვიტამინს, დადებითად მოქმედებს სახის კანზეც და თვალის გარშემო მიდამოებზეც. ამისთვის:

კვერცხის ცილა ათქვიფეთ და ფუნჯის საშუალებით წაისვით თვალის უპეებში. გაიჩერეთ დაახლოებით 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

????მწვანე და შავი ჩაი შეიცავენ ტანინებს და კოფეინს. ამ ნივთიერებებს შესიების ჩაცხრომა შეუძლიათ. გვირილის ჩაი კი შეიცავს ბუნებრივ კომპონენტებს, რომლებიც ასევე ხელს უწყობს შესიების დაცხრომას. შესაბამისად, ორივე მათგანი სასარგებლოა. სასურველი შედეგის მისაღწევად, ორ პაკეტ მწვანე, შავ ან გვირილის ჩაის დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 3 წუთი, ამოიღეთ ჩაის პაკეტები და გააგრილეთ. ამის შემდეგ ყინულის საშუალებით კარგად გააცივეთ, დაიფინეთ პაკეტები თვალებზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი