რთული წარმოსადგენია, რომ ჩვეულებრივი ბამბის ჩხირი შეგიძლიათ ასე გამოიყენოთ. 15 გენიალური ხერხი

25 Apr 2021 21:09

დღესდღეობით ბამბის ჩხირი მრავალფუნქციური საგანია, არადა ერთ დროს იგი მხოლოდ ერთი მიზნისთვის გამოიგონეს - ყურის საწმენდად. ჩხირები მანიკურისა და მაკიაჟის გაკეთებისას შესანიშნავი დამხმარეა, ასევე მისი გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებისთვისაც შეიძლება.


გთავაზობთ ბამბის ჩხირის გამოყენების 15 უჩვეულო რჩევას. ვიმედოვნებთ, რომ ისინი აუცილებლად გამოგადგებათ!


როგორ გამოვიყენოთ ბამბის ჩხირები


ვასწორებთ პომადის კონტურს ტუჩებზე

არც ისე სასიამოვნოდ გამოიყურება დათხაპნილი, კონტურს გადასული პომადა ტუჩებზე. ამ უსიამოვნების გამოსწორებაში დაგეხმარებათ ბამბის ჩხირი.


დღეიდან სუნამოსთან განუყრელი იქნებით

ყოველთვის როდი გვაქვს ადგილი სუნამოს ფლაკონისთვის, საყვარელი არომატის მუდამ თან ქონა კი გვსურს. დაასველეთ ბამბის ცირი სუნამოთი და მოათავსეთ შესაკრავიან პატარა პარკში და ისარგებლეთ ნებისმიერ მომენტში.


ვიცილებთ ლაქებს კანიდან თმის შეღებვის შემდეგ

ამისათვის მოამზადეთ წყალბადის პეროქსიდისა და სოდის ნარევი. მიღებულ პასტაში ჩააწეთ ჩხირი და ფრთხილად გაიწმინდეთ ლაქები.


ვათავისუფლებთ თმის საშრობს თმისაგან

თმის საშრობს, ისევე როგორც ყველა ნივთს, მოვლა სჭირდება. რეგულარულად გაწმინდეთ მისი დეტალები მტვრისგან და თმისაგან.


ვწმენდთ უთოს

ძმარში დაასველეთ ბამბის ჩხირი, გაასუფთავეთ უთოს ყველა ნასვრეტი.


სწორად ვისვამთ ავტორუჯს

როგორც წესი, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ავტორუჯი მეტად მუქ პერს იღებს, მაგალითად იდაყვებზე, მუხლებზე და ა.შ. გაიწმინდეთ ეს ადგილები ბამბის ჩხირით თანაბარი ფერის მისაღებად.


თუ ელვა-შესაკრავი გაგვეჭედა

დაასველეთ ბამბის ჩხირი შამპუნში ან ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში. იმ ადგილას სადა ელვა-შესაკრავის თავი გაიჭედა, გელის ერთი წვეთი დააწვეთეთ. ელვა ადვილად გაიხსნება.


ვწმინდთ კლავიატურას

სპირტიანი ბამბის ჩხირით გაწმინდეთ კლავიატურა.


მანიკურის გაკეთების დროს ვიცილებთ ზედმეტ ლაქს.

ჩააწეთ ბამბის ჩხირი ლაქის მოსაშორებელ საშუალებაში და ფრთხილად მოიცილეთ ლაქი.


ვიბანთ უწყლოდ

თუკი ახლომახლო წყალი არ არის, მაგალითად თვითმფრინავში, ან სხვა ტრანსპორტით მგზავრობის დროს, მაკიაჟის მოშორება შეგიძლიათ ბამბის ჩხირის მეშვეობით.


თუკი წამწამებზე ტუში გაგეთხაპნათ

გაიწმინდეთ პრობლემური ზონა მაკიაშის მოსაშორებელი საშუალებით დასველებული ჩხირით.


იოლად ვიწებებთ მისამაგრებელ წამწამებს

ბამბის ჩხირით ფრთხილად წაუსვით წებო მისამაგრებელ წამწამებზე. გააჩერეთ რამდენიმე წამით და მიიწებეთ.


ისრების კორექციისთვის

დაასველეთ ბამბის ჩხირი მაკიაჟის მოსაცილებელი საშუალებით და მოიცილეთ ყველაფერი ზედმეტი.


ვიკეთებთ საღამოს მაკიაჟს

თუკი ხელთ არ გაქვთ ჩრდილის ფუნჯი, თვალზე მაკიაჟის გაკეთება ბამბის ჩხირით არის შესაძლებელი.


ბამბის ჩხირები მოგზაურობისას

მოგზაურობისას არ არის აუცილებელი, ბამბის ჩხირების მთელი შეკვრა წაოღოთ თან. ჩემოდანში ადგილი ისედაც მუდამ შეზღუდულია. ამიტომ, წამლების პატარა ბოთლში მოათავსეთ რამდენიმე ჩხირი. ამით ადგილის ეკონომიას გააკეთებთ.


მარაო




კომენტარები:

ფართი შოპი