ალეკო ელისაშვილმა განმარტა ფიქრობს თუ არა თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობაზე

26 Apr 2021 10:08

ალეკო ელისაშვილის თქმით, ის თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული ჯერ არ აქვს. ამ თემაზე „მოქალაქეების“ ლიდერმა გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.


„ჯერ ზუსტად არ ვარ ჩამოყალიბებული. იყო დრო, როდესაც მარტო ვიღებდი გადაწყვეტილებებს, ახლა უკვე მარტო არ ვიღებ გადაწყვეტილებებს, უკვე პარტია გვაქვს. ახალფეხადგმული კი არის ჩვენი პარტია, პირველ არჩევნებში ვმონაწილეობდით. მაგრამ ვფიქრობ, კი. ჯერ არ ვიცი ზუსტად. ან კი, ან არა, იმიტომ რომ პარლამენტშიც ცოტა საქმეს არ ვარ შეჭიდებული. ვნახოთ რა იქნება. პასუხისმგებლობით ვუყურებ და ვფიქრობ. ჯერ არ ვიცი“, - განაცხადა ელისაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი